x
image
მატასი
დღეს ის ორშაბათია. მხოლოდ თქვენთვის. ყველასათვის.
image






















ორშაბათი, ახალი კვირის დასაწყისი, დღე რომელიც ყველასათვის საყვარელ კვირა დღეს მოსდევს და ცოტა არიყოს განწყობას გვიფუჭებს, თითქოს სასიამოვნო სიზმრიდან გვაღვიძებს, თანაც როცა ვიცით რომ მას კიდევ რამდენიმე გრძელი და დატვირთული დღე მოსდევს, რომლებიც ისევ სასურველ შაბათ კვირასთან გვაცილებენ. ეს ყველაფერი თითქმის ყველა ჩვენგანისათვის დაახლოებით ასეა, თუმცა ისიც სიმართლეა რომ ორშაბათი ჩვენ ხშირად დაგვიგეგმავს დღედ სიახლეებისათვის, ხშირად გვითქვამს ორშაბათიდან ამას და ამას დავიწყებ, ამას შევცვლი და ასე მოვიქცევიო და შემართებით სავსე მოლოდინით დავლოდებივართ ორშაბათს, დღეს როცა ჩვენს ცხოვრებას თუნდაც ნაწილობრივ შევცვლიდით ან სრულიადაც ახალ

ცხოვრებას დავიწყებდით. გაიხსენეთ რამდენჯერ გითქვამთ ან

გაგიფიქრიათ მაინც, აი ორშაბათიდან დავიწყებ ვარჯიშს, ორშაბათიდან დავიწყებ დიეტას, სიგარეტს თავს დავანებებ, კარგად ვიმეცადინებ, სამსახურის ძებნას დავიწყებ და ასე შემდეგ. გაგახსენდათ? ხო, ორშაბათი მართლაც დგებოდა, მაგრამ რატომღაც ძალია ბევრი ასეთი ორშაბათია თქვენს ცხოვრებაში. წარუმატებელი, იმედების გამაცრუებელი, ზარმაცი, მომავალი კვირის მომლოდინე ორშაბათები. მოდით დაივიწყეთ ისინი, მათი გახსენება არც ღირს.


დაე დღეს იყოს ის ორშაბათი თქვენ რომ ამდენ ხანს აცდევინებთ, უკვე შუადღე მოვიდა? მერე რა, ჯობია რამდენიმე საათი დაკარგო ვიდრე ისევ გაუთავებლად ელოდო ასეთ ორშაბათს. ხოდა დაიწყეთ დღეიდან, ნუ შეგეშინდებათ რომ არაფერი გამოგივათ, იმიტომ რომ თუ არ სცადეთ ეს ასეც იქნება. ნუ შეხედავთ დღევანდელ დღეს როგორც რიგით ბანალურ, ერთფეროვან, არაფრით გამორჩეულ დღეს, გახსოვდეთ რომ ეს დღე თქვენი სიცოცხლის ერთ-ერთი დღეა და თქვენზეა დამოკიდებული მას როგორ გამოიყენებთ.


ესეც თქვენ ფოტოები განწყობისათვის.


image























image




















image






















image




















image





















image





































image




















image




















image

0
75
5-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
75
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0