x
image
მატასი
რა არის საჭირო ბედნიერებისთვის
image
























ზამთარში, ზაფხულში და წელიწადის ყველა დროს...

ყოველ კვირა, ყოველ დღე, ყოველ წუთს და ყოველ წამს...

მოიპოვე, დაიჭირე, იხარე შენი ბედნიერება...


ბედნიერება წვრილმანებშია, ბედნიერება სწორედ წამებშია, ბედნიერება შემთხვევებშია.

მოქმედება და ისევ და ისევ მოქმედება. გახსენი შენი გონება, გახსენი შენი ნება, ნუ მისცემ სურვილებს მიძინების საშუალებას ან ნუ შეეცდები მათ ჩაკვლას. ნუ იქნები საზოგადოების, მორალისა და სხვათა შექმნილი ჩარჩოების პატიმარი, ნუ აქცევ საკუთარ მეს სხვათა კოპირებულ ილუსტრაციად. ნუ დატოვებ ოცნებებს შორეულ ფანტასტიკად, ნუ გამოუცხადებ უნდობლობას საკუთარ შესაძლებლობებს. ირწმუნე შენი თავის, ნუ შეგეშინდება სიახლის, სხვანაირობის, სირთულეების. ნუ ივლი სწორი გზით, გადაუხვიე უცნობი და თუნდაც არანაირად საიმედო და გარანტირებული გზისაკენ. ილაპარაკე ის რაც გაქვს გულში, ნუ მოგერიდება შენი გრძნობებისა და ემოციების. ნუ დაუჯერებ სხვების შეგონებებს და ნუ მიაქცევ ყურადღებას მათ ირონიულ ტონს. მათ მხოლოდ შურთ თქვენი, რადგან თვითონ დიდი ხნის წინ უარყვეს რასაც თქვენ თავდაჯერებული მზერით გამოხატავთ, უარყვეს და მიივიწყეს.

ნუ შეგეშინდებათ წვალების, იწვალეთ, იშრომეთ, დამარცხდით, წაიბორძიკეთ, წაიქეცით. დაცემა ხომ კიდევ უფრო მეტი სტიმულია წამოდგომისთვის და გზის გაგრძელებისთვის.

შეაგულიანეთ სხვები და შეაგულიანეთ საკუთარი მეც.

იფიქრეთ, მაგრამ ძალიან ბევრსაც ნუ იფიქრებთ. გაარკვიეთ რა გსურთ და გახსოვდეთ, რომ სიღრმეები და სირთულეები არ სჭირდება ბედნიერების ძიებას. დატკბით სიცოცხლით. მზით, ბუნებით, ნიავით, მუსიკით, ბლინებით, წიგნებითა და კინოთი.

ნუ იქნებით ხარბი, ნუ მიანიჭებთ ფულს დიდ ძალაუფლებას თქვენზე. ნუ შეედარებით სხვებს, გიყვარდეთ საკუთარი თავი, გიყვარდეთ სხვები და გაუღიმეთ მათ.

თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ ბედნიერებას ნამდვილად იგრძნობთ. თუმცა არაასწორობისაც ნუ შეგეშინდებათ, მთავარი მცდელობები და მოქმედებაა.

1
155
8-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
155
  
2013, 22 იანვარი, 20:30
ბედნიერება არის ყველა ის უბედურება,რომელიც ჩვენ არ დაგვემართა-ო
0 1 1