ჩინელმა პროფესორმა, პეკინიდან, ჩჟან ინმა თავისი ცხოვრების 6 წელიწადი "სამთო ვილის" აშენებას მოანდომა. და ეს გააკეთა ქალაქის შუაგულში, მაღალსართულიან საცხოვრებელ სახლის სახურავზე. მშენებლობა რა თქმა უნდა უკანონოა. სამშნებლო მასალად კი ნატურალური ქვაა გამოყენებული. ეს ვილა ექსცენტრული პროფესორის ოცნების სასახლეა. ვილასთან ლოდებს შორის გაშენებულია ბაღი.
პროფესორის მეზობლებს დიდი სიხარულით არ მიუღიათ ასეთი უჩვეულო ვითარება. ისინი ხმაურსა და მტვერს უჩივიან. მათი მტკიცებით ბინაში კედლებს ბზარი გაუჩნდა, ხშირად ტყდება წყლისა და კანალიზაციის მილები. -"პირველად მან იყიდა მთელი ზედა სართული. შემდეგ დაიწყო სახურავზე ამ მთის მშენებლობა. ჩვენ არ მიგვიცია მშენებლობის უფლება. სისტემატიურად გვასხამს წყალს და ხმაურობს. ის უბრალოდ საშინელი მეზობელია."-აცხადებენ მცხოვრებლები ხელისუფლებამ კი განაცხადა :- თუ ჩჟან ინი ვერ შეძლებს დაამტკიცოს, რომ მისი ვილა არ უქმნის საფრთხეს შენობას, მაშინ ვილას აიღებენ.