სხვა ბაობაბი-თავდაყირა გაზრდილი ხე 2013, 25 მაისი, 21:17 აფრიკაში, ავსტრალიასა და მადაგასკარში მოგზაურობისას ტურისტების ყურადღებას იპყრობენ განმარტოებით მდგარი ხეები, რომლებიც ისე გამოიყურებიან, თითქოს თავდაყირა იზრდებიან. გლუვი, უზარმაზარი, ცად აზიდული მცენარეების ტოტები მხოლოდ კენწეროშია განვითარებული და ფორმით ფესვებს წააგავს. ხეებს, რომლებიც საოცრად ორიგინალურ ხიბლს მატებენ გარემოს, ბაობაბი ჰქვიათ. მის ასეთ ორიგინალურ ფორმაზე ლეგენდაც არსებობს: როცა ღმერთმა ბაობაბი დარგო, ეს მცენარე ერთ ადგილზე არ ჩერდებოდა და განუწყვეტლივ გადაადგილდებოდა.მაშინ ღმერთი გაბრაზდა, ხე ამოთხარა და თავდაყირა ჩარგო, რომ ისევ არ ემოძრავა. ბაობაბის სიმაღლე აღწევს 30 მ-მდე, დიამეტრი კი 7-11 მ-მდე. ხის ასაკის განსაზღვრა ძნელია, რადგანაც მას არა აქვს "წლოვანების დასათვლელი წრეები". 542 5-ს მოსწონს
|