ქალი და მამაკაცი 22 ეჭვი 2013, 17 აგვისტო, 14:23 რამდენი ადამიანიცაა ქვეყანაზე, იმდენი აზრი არსებობსო, ვეთანხმები ამ გამონათქვამს, ყოველდღიურად უამრავ აზრსა და შეხდულებას ვეჩეხები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა იშვიათად თუ ვითვალისწინებ ხოლმე სხვების აზრებს, რისი გადაწყვეტაც არ უნდა მინდოდეს, მაინც ყველა სხვადასხვა აზრს გამოხატავს, ყველა განსხვავებულად მირჩევს, საბოლოოდ მაინც საკუთარი თავისთვის მიწევს რჩევის კითხვა.
ხანდახან ვცდები, ხანდახან სწორად ვიქცევი, ხანდახან კი საერთოდ არაფერს ვაკეთებ, უბრალოდ დროს და სიტუაციას მივანდობ ხოლმე ყველაფერს, ზოგჯერ ხომ თავისითაც გვარდება პრობლემა, თუ გაგიმართლებს ოღონდ იმ შემთხვევაში.
თუმცა ყოველთვის ვერ გაგიმართლებს, ზოგჯერ დიდი ძალისხმევა და ნერვებია საჭირო, რომ პატარა, უმნიშვნელო პრობლემა მოაგვარო.
ცხოვრების 22 წელი განვლიე, რა საინტერესოდ მეჩვენება ეს რიცხვი, თუმცა მაინცდამაინც საინტერესო ცხოვრება არა მქონია. ორი ერთნაირი ციფრია, ლუწი, გვერდიგვერდ დგანან და ჩემს ასაკს გამოხატავენ... არ ვიცი კიდევ სხვა რომელიმე გიჟს თუ ულაპარაკია რიცხვ 22-ზე ასე სულელურად და არაფრის მომცემი სიტყვებით. საერთოდ ეს რიცხვი ახლა არაფერ შუაშია, მეც მაინტერესებს, რატომ ჩავაკვეხე?
ეჭვებზე მინდოდა მესაუბრა, ადამიანურ, ხორციელ და სულიერ ეჭვებზე, ისეთ ეჭვებზე, რომლებიც თავში წამიერად გაიელვებენ და მერე ქრებიან. რაში მდგომარეობს ეჭვი, რომელიც საუკეთესო მეგობრისგან, არამეგობრულ დამოკიდებულებას ეხება. მეგობრული სიყვარულის ეჭვქვეშ დაყენება, მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი, როცა საუკეთესო მეგობრისგან იმ სიყვარულს იღებ, რომელიც მიჯნურულს უფრო გავს. აქ მეორე ეჭვიც ჩდება, იქნებ მეჩვენება? მაგრამ ინტუიცია ქალებს არასოდეს გვღალატობს, ყოველშემთხვევაში მე... რაც მოვითვალე, მთლიანობაში აღმოჩდა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით 22 ეჭვი მაქვს, აი თურმე საიდან ავიკვიატე ეს რიცხვი. ამ 22 ეჭვიდან კი უმთავრესი, ჩემი მეგობრის პიროვნებასთან ჩემი ფიქრებისა და გრძნობების შეუთავსებლობაა, ყველაზე ძნელი კი მაინც ეჭვებთან გამკლავებაა, რომლებიც დღითიდღე ძლიერდებიან, საუკეთესო მეგობრისგან კი თავის შორს დაჭერას მაიძულებენ. 36 7-ს მოსწონს
|