ჩოგბურთი ჯონ იზნერის სენსაციური გამარჯვება ნოვაკ ჯოკოვიჩთან 2013, 17 აგვისტო, 0:55 ცინცინატის "მასტერზ1000"-ის მეოთხედფინალში ერთმანეთს ნოვაკ ჯოკოვიჩი და (სერბეთი) ჯონ იზნერი (ა.შ.შ) დაუპირისპირდნენ. მატჩის ფავორიტად რეიტინგის პირველი ჩოგანი ჯოკოვიჩი ითვლებოდა, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. პირველი სეტი თანაბარ ორთაბრძოლაში მიმდინარეობდა და ლოგიკურ ტაი-ბრეიკამდე მიდგა საქმე .აქ კი ნოვაკის ორმაგი შეცდომა კარგად გამოიყენა ჯონმა და შეხვედრაში დაწინაურდა (6-7) დაძაბული და დამღლელი აღმოჩნდა მეორე სეტის სტარტი, რომლის პირველი გეიმი 12 წუთს გაგრძელდა, იზნერს ერთბაშად 5-ჯერ შეეძლო დაბრეიკება მაგრამ მაინც ჯოკოვიჩმა იძალა და თავის გეიმს მეტოქისაც მიაყოლა და 2-0 დაწინაურდა. აშკარა იყო რომ სერბი უპირატესობას ხელიდან არ გაუშვებდა და სეტს თავის სასარგებლოდ დაასრულებდა 6-3. მესამე სეტი პირველის მსგავსად წარიმართა. მეტოქეები ადვილად იგებდნენ საკუთარ მოწოდებებს, რაშიც განსაკუთრებით იზნერი გამოირჩიოდა, რომლის უძლიერეს მოწოდებებსაც მთელი მატჩის განმავლობაში ჯოკოვიჩმა ვერაფერი მოუხერხა. გადამწყვეტი მეთორმეტე გეიმი აღმოჩნდა, როდესაც ანგარიში 5-6 იყო ჯოკო თავის მოწოდებაზე 40-15 იგებდა და თითქოს მეორე ტაი-ბრეიკიც გარდაუვალი იყო, მაგრამ იზნერი ასე არ ფიქრობდა, მან შესანიშნავი ბრძოლისუნარიანობა გამოავლინა და შეძლო მეტოქის დაბრეიკება (5-7) ამ გამარჯვებით იზნერი ნახევარფინალში გავიდა სადაც მისი მეტოქე არგენტინელი ხუან მარტინ დელ პოტრო იქნება. ჯოკოვიჩი-იზნერი: 6-7; 6-3; 5-7. ეისი: 9-9. ორმაგი შეცდომა: 5-0. ბრეიკები:1/4 - 1/10. მოგებული ქულები:35-42. მატჩის ხანგრძლივობა 2:23 8 შეფასება არ არის
|