x
image
GEO_GUNNER
2Pac
2Pac

image


თუფაქ ამარუ შაკური (Tupac Amaru Shakur)

რეპერი, მსახიობი, პროდიუსერი, მწერალი, პოეტი, სცენარისტი, აქტივისტი... ადამიანი რომელმაც შავკანიანების ქუჩური მუსიკა უმაღლეს საფეხურზე აიყვანა

თუფაქი 1971 წლის 16 ივნისს დაიბადა ბრუკლინში, ნიუ-იორკის შტატში. თავიდან მას Lesane Parish Croocks დაარქვეს, მაგრამ ინდოეთის ევოლუციურ მოძრაობასთან დაკავშირებით დედამ სახელი Tupac Amaru-თი შეუცვალა (სიტყვა-სიტყვით სახელი ასე ითარგმნება "ბრჭყვიალა გველი", "ღვთის მადლიერი")

თუფაქის დედა აფენი 22 წლის ასაკში ნახევრად ტერორისტული დაჯგუფების "შავი პანტერების" წევრი გახდა. ეს მოძრაობა ამერიკის შავკანიანიმოძრაობის უფლებების დასაცავად ყველა შესაძლომეთოდით იბრძოდა.ნიუ-იორკში ტერაქტში მონაწილეობის ბრალდებით ფეხმძიმე აფენი შაკური ქალთა ციხეში მოხვდა, სადაც 3 თვე დაჰყო და თუფაქიც კინაღამ იქვე გააჩინა. მას ბრალდება არ დაუმტკიცდა დაგამოუშვეს. აფენი იძულებული იყო დილიდან საღამომდე ემუშავა, ბინის ქირა რომ გადაეხადა და ორი შვილი ერჩინა. ჯერ ბრონქსში ცხოვრობდნენ, შემდეგ ჰარლემში გადავიდნენ. აქ 12 წლის თუფაქმა პიესაში A Raisin in the sun ტრევისი როლი ითამაშა, მისი მსახიობური ნიჭი აშკარა იყო, მაგრამ ამისთვის ყურადღება არავის მიუქცევია. 3 თვის შემდეგ მისი ოჯახი ბალტიმორში გადავიდა, სადაც ხელოვნების სკოლაში დაიწყო სწავლა. აქ დაიწყო თავისი პირველი ლექსების წერა. ის აღწერდა იმას, რასაც ირგვლივ ხედავდა. 2 წლის შემდეგ თუფაქის ოჯახს ისევ მოუხდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა. ამჯერად ისინი კალიფორნიის შტატში, მერინ სიტიში გადავიდნენ. 17 წლის თუფაქი ძალიან განიცდიდა სკოლის და მეგობრების მიტოვებას. ამის შემდეგ მისი ცხოვრება შეიცვალა, ქუჩაში უსაქმოდ აღმოჩენილმა თინეიჯერმა მეზობლის ბიჭთან ერთად ნარკოტიკების გაყიდვა დაიწყო. ეს ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო.

ერთხელ თუფაქი ჯგუფ Digital Undeground-ის ლიდერმა Shock-G-მ შენიშნა. მან ახალბედა რეპერი ბექვოკალისტად და მოცეკვავედ წაიყვანა ჯგუფის ტურნეში, ამავდროულად თუფაქი საკუთარ სიმღერებზეც მუშაობდა. 1991 წლის 12 ნოემბერს გამოვიდა თუფაქის პირველი სოლო ალბომი 2Pacalypse Now, რომელშიც ძირითადად შავკანიანი მოსახლეობის რასობრივი დისკრიმინაციის შესახებაა საუბარი. კლიპი Brenda's Got a Baby ჰიტად იქცა. ის თვის სიმღერად აღიარეს, ალბომმა კი "ოქროს" სტატუსი მიიღო.

წარმატებას თან პრობლემებიც ახლდა. თუფაქს რაღაც დააბრალეს და დააპატიმრეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. ალბომმა 2Pacalypse Now დიდი გამოხმაურება იქონია საზოგადოებაში. თინეიჯერმა რეი ჰოვარდმა პოლიციელს ესროლა და სასამართლოში განაცხადა, რომ დანაშაულის ჩადენისას თუფაქის ალბომს უსმენდა. ამ ინციდენტის შემდეგ ამერიკის-ვიცე პრეზიდენტმა დეი კუელმა მოისმინა თუფაქის ალბომი და განაცხადა: "ეს ალბომი ჩვენი საზოგადოების ღირსი არ არის"

მალე გამოვიდა Digital Undeground Songs of the P, რითაც თუფაქის თანამშრომლობა Shock-G-სთან დასრულდა. მან სოლო კარიერა აირჩია. 1992 წლის 17 იანვარს რეპერი ფილმში Juice ითამაშა. 1993 წლის 1 თებერვალს კი გამოვიდა მისი მეორე სოლო ალბომი Strictly 4 My N.IG.G.A.Z.. ამ ალბომში თუფაქი ვიცი-პრეზიდენტს საკმაოდ უხეშად მიმართავს და მღრის ისეთ აქტუალურ თემებზე, როგორებიცაა: უპატრონო ბავშვები, მარტოხელა დედები, სიღარიბე, განსოკუთრებით წარმატებული კიგამოდგა ამ ალბომის სიმღერები: I Get Around და Keep Ya Head Up.

13 მარტს თუფაქს თავისივე ლიმუზინის მძროლმა უჩივლა. ის ავტომობილის სალონში ნარკოტიკს ეწეოდა, რისთვისაც თუფაქმა სილა გააწნა. რეპერი დაიჭირეს, მაგრამ მალევე გაანთავისუფლეს.

5 აპრილს თუფაქი ბეისბოლის მათტჩს დაესწრო, სადაც ადგილობრივ რეპერს ეჩხუბა და 5 დღით ისევ ციხეში აღმოჩნდა. მისი მოწინააღმდეგე დამნაშავედ არ მიიჩნიეს - მას ხომ თუფაქისგან განსხვავებით, ვიცე პრეზიდენტთან კამათი არც კი უცდია. 1993 წლის 22 ივნისს გამოვიდა ჯონ სინგსტონის ფილმი "პოეტური მართლმსაჯულება" სადა შაკური პოეტის როლს თამაშობდა. ფილმში თუფაქს პარტნიორობას ჯენეტ ჯექსონი უწევდა. მან რეპერს შიდსის ანალიზი მოსთხოვა, სანამ მასთან კოცნის სცენას ითამაშებდა. მათ გადაღებების დროს დაძაბული ურთიერთობა ქონდათ, რის გამოც მოგვიანებით ჯექსონი სინანულს გამოთქვამდა: "მე შევძელი თუფაქი სულ სხვა თვალით დამენახა. ის მზრუნველი და მეგობრული იყო. სიყვარულის უდიდესი ნიჭი გააჩნდა, თუმცა სულ სხვაგვარი რეპუტაცია ქონდა." ამის შემდეგ ჯექსინს და თუფაქს ერთმანეთი შეუყვარდათ.

image

1993 წლის შემოდგომაზე თუფაქი კიდევ ერთხელ გაეხვა შარში. ის გამოექომაგა შავკანიან მძღოლს, რომელსაც პოლიციელები სცემდნენ. მას შეიარაღებული თავდასხმის ბრალდება წაუყენეს, მაგრამ სასამართლომ უმიზეზოდ დაჭერა ვერ გაბედა.

1994 წელის გაზაფხულზე თუფაქს მონაწილეობა უნდა მიეღო ფილმ Menace ll society, თუმცა მუშაობის პროცესში ის რეჟისორ ალენ ჰოუზს მუშტებით გაუსწორდა რისთვისაც 15 დღით ციხეში აღმოჩნდა და მისი სახელი ამოიღეს ტიტრებიდან. მალე გამოვიდა თუფაქის კიდევ ერთი ფილმი Above The Rim, რომლის საუნდტრეკიც რეპერის ჯგუფმა Thug Life ჩაწერა.

1994 წლის 30 ნოემბერს თუფაქი ნიუ იორკში თაიმს სკვერზე მდებარე ნოტარიუს ბიაჯის და პაფ დედის ხმის ჩამწერ სტუდიაში მივიდა. თუფაქი პირველ სართულზე, ჰოლიში, ელოდა კოლეგა მეგობრებს, ბიგი და პაფი კი მეორე სართულზე იმყოფებოდნენ. უეცრად შენობაში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და ყველას იატაკზე დაწოლა უბრძანეს. თუფაქის გარდა ყველა დაწვა. თავმდამსხმელებმა მხოლოდ თუფაქს მოსთხოვეს ძვირფასეულობის მოხსნა. რეპერმა მათ კარგად შეუკურთხა. მას 5ჯერ ესროლეს და 40 ათასი დოლარის სამკაულები წაართვეს. მათ თუფაქი გარდაცვლილი ეგონათ, თუმცა 911-ის სასწრაფო დახმარება დროულად მოვიდა და რეპერი გადაარჩინეს. თუფაქი ამ ინციდენტში ბიგის ადანაშაულებდა და სწორედ ამ ამბის შემდეგ იწყება დასავლეთის და აღმოსავლეთის ომი რეპერებს შორის.image

1995 წლის 7 თებერვალს თუფაქს 4ნახევარი წლის პატიმრობა მიუსაჯეს. 1996 წელს ციხეში ყოფნის პერიოდში გამოვიდა მისი მორიგი ალბომი Me Agains The World, რომელმაც მაშინვე მოიპოვა პოპულარობა.

ციხეში 8 თვის გატაების შემდეგ თუფაქს ხმის ჩამწერი სტუდია Death Row Records-ის მფლობელ სიუჯისგან მიიღო წინადადება, 1, 4 მილიონი დოლარის გირაოს სანაცვლოდ რეპერს 3 ალბომი უნდა ჩაეწერა. თუფაქი დათანხმდა შეთავაზებას და გათავისუფლებისთანავე დაიწყო მორიგ ალბომზე მუშაობა All Eyez On Me, ეს იყო ჰიპ-ჰოპის ისტორიაში პირველი ორმაგი ალბომი

1996 გაზაფხულზე თუფაქი ორ ფილმში გადაიღეს: ტრილერში Bullet მიკი რურთან ერთად და კომედიაში Gridlock'd. თავის ბოლო ფილმზე Gang Related, თუფაქმა მუშაობა ვერ დაასრულა

7 სექტემბერს თუფაქი ლას ვეგასში იმყოფებოდა, თავის მეგობრის მაიკლს ტაისონის ბრძოლის სანახავად, ტაისონმა პირველივე რაუნდში შეძლო ნოკაუტით გამარჯვება. თუფაქი და სიუჯი ამ ამბის აღსანიშნავად ემზადებოდნენ და სახლში შევლა გადაწყვიტეს ტანსაცმლის გამოსაცვლელად. შუქნიშანთან მდგომი Bmw რომელშიც ფაქი და სუჯი იჯდნენ ჩაცხრილეს. სიუჯის მხოლოდ ნაკაწრები ქონდა თუფაქი კი 6 დღე ებრძოდა სიკვდილს თუმცა უშედეგოდ. ის 13 სექტემბერს გარდაიცვალა. მალე მოკლეს მისი ნათესავი და ბანდის წევრი იაკი კადაფი.

1997 წლის გაზაფხულზე თუფაქის მსგავსად ნოტარიუს ბიაჯი ჩაცხრილეს მანქანაში. თუფაქის სიკვდილს ბიაჯის აბრალებენ ხოლო ბიჯიას მკვლელობას თუფაქის ხალხს მიაწერენ... თუმცა ჩემი აზრით ეს მცდარი მოსაზრებაა. რეპერების განცხადებით ორივე მკვლელობა მასონების მოწყობილია რომლის წინააღმდეგაც თუფაქი იბრძოდა და თავის სიმღერის ტექსტებშიც გამოხატავდა ამას. ასევე ამ კვლელობებში გაიჟღერა სიუჯის და პაფის სახელებმაც რომლებმაც ამ ამბის მერე დიდი მოგება ნახეს.

ბევრს სჯერა რომ თუფაქი ცოცხალია და მან სიკვდილის ინსცენირება მოახდინა (მას მართლაც სურდა მსგავსი რამ) მაგრამ ეს ნაკლებად რეალურია. მისი სასცენო სახელებია 2Pac და Makaveli

თუფაქი დღესაც სამართლიანად ითვლება რეპის მეფედ

1971-1996

0
616
2-ს მოსწონს
ავტორი:GEO_GUNNER
GEO_GUNNER
616
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0