x
image
ბესო დანელია
რა საჭიროა დღისით ფარების ანთება?

image

თითქმის მთელ ევროპაში ავტომობილით მოძრაობისას აუცილებელია, რომ ფარები დღის განმავლობაშიც ანთებული იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ავტომფლობელი სერიუზულ ჯარიმას მიიღებს. ალბათ, დაგაინტერესებთ, ვინ მოიფიქრა ეს ყოველივე. პასუხი არ გაგაკვირვებთ: სკანდინავიელებმა, კერძოდ კი - ფინელებმა. ეს წესი მეოცე საუკუნის 70-იან წლებში შემოიღეს. მოგეხსენებათ ამ ქვეყანაში დღის განმავლობაშიც მკაცრი კლიმატური პირობებია. დღესდღეისობით კი, ფინელების მსგავსად, ჩართული ფარებით მოძრაობის კანონი ევროპის 19 ქვეყანაშია, ნორვეგიით დაწყებული, მაკედონიით დამთავრებული. ზოგ ქვეყანაში კი (მაგალითად გერმანიაში) მართალია, ფარების არჩართვა კანონით არ ისჯება, მაგრამ უშუქოდ სიარული რეკომენდებული არ არის. 2011 წლიდან კი, მთელი ევროპის მასშტაბით, ყველა ახალი მოდელის ავტომობილს აქვს დღის განათების ნათურები. ექსპერტების ვარაუდით, ამ ნოვაციის შედეგად, 5 პროცენტით შემცირდება ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა.
ახლა კი, მოდით, გავიგოთ, როგორი კანონებია ევროპაში ამ მხრივ და რა სანქციებია დაწესებული კანონდამრღვევებისთვის.
უმრავლეს ქვეყნებში ფარების ჩართვა ქვეყნის ყველა გზაზეა სავალდებულო, ზოგან კი მხოლოდ დაუსახლებელ ფუნქტებსა და ავტომაგისტრალებზე.
განსაკუთრებული შემთხვევაა პორტუგალია, სადაც დღის განმავლობაში შუქის ჩართვა მხოლოდ ჩქაროსნულ ტრასაზე, IP5-ზეა სავალდებულო. ხორვატიასა და და ბულგარეთში ეს კანონი მხოლოდ ზამთრის სეზონზე ვრცელდება.
ჯარიმები კი განსხვავებულია. მაგალითად, თუ ლატვიაში დღისით შუქების გარეშე ივლი, 7 ევროთი დაჯარიმდები, რუსეთში კი 100 რუბლით.
ბუზღუნა მძღოლების არგუმენტი, როგორც წესი, ასეთია ხოლმე: დამატებითი დატვირთვა ბენზინის ხარჯს ზრდის და რატომ დავაზარალოთ საკუთარი ჯიბე? ასეთ მძღოლებს მიკიბ-მოკიბვის გარეშე ვეტყვით, რომ არგუმეტი უსუსრია! 0.2 ლიტრი 100 კილომეტრზე . განა ამაზე წუწუნი ღირს? თუ ვინმე იკითხავს, რაში მჭირდება დღისით ფარების ანთებაო, ვუპასუხებთ: მხოლოდ იმისთვის, რომ შემხვედრი ავტომობილი უკეთ შეამჩნიონ და თქვენც უკეთ შეგამჩნიონ.

image

0
293
11-ს მოსწონს
ავტორი:ბესო დანელია
ბესო დანელია
293
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0