ამ წუთებში,
სოციალურ ქსელ ”ფეისბუქში”, ინფორმაცია გავრცელდა, რომ ყველასათვის ნაცნობი,
მომღერალი გია სურამელაშვილი, რომელიც თავისი განსხვავებული, ავანგარდული სტილით
გამოირჩევა, საქართველოს პრეზიდენტობის კიდევ ერთი კანდიდატი იქნება. აღნიშნული
ინფორმაცია ჯერ ოფიციალურად არ გაჟღერებულა და ამას არც საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
იუწყება.
როგორც ჩანს,
მომღერალმა გადაწყვიტა უცხოელ კოლეგებს მიბაძოს, რომლებმაც ამ ბოლო პერიოდში
აქტიური პოლიტიკური ცხოვრების წესი არჩიეს შოუბიზნესში ყოფნას და მათ არც არჩევნებში გამარჯვება უჭირთ. ეს არც ისე უჩვეულო მოვლენა არის, რადგან როგორც ყველაფერში, ასევე პოლიტიკაში და მსგავს საკითხებშიც, მათგან განსხავებული კულტურის მატარებლები ვართ და ვერ წარმოგვიდგენია ქვეყნის სათავეში არაპროფესიონალი, პოლიტიკის არმცოდნე ადამიანის ყოფნა. (გარკვეული გამონაკლისის გარდა).
კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში, მომღერალი ვალდებულია წარადგინოს თავის მხარდამჭერთა 25 000 ხელმოწერა, რათა მისი რეგისტრაცია ოფიციალურად მოხდეს ცესკოს მიერ.
ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ წინ ნამდვილად საინტერესო წინასაარჩევნო კამპანიები და არჩევნები გველის, საინტერესო კანდიდატურებიდან გამომდინარე. მაგრამ საინტერესოა, ჩვენ, ხალხს როდის უნდა გვეშველოს.