x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"დუმილი, ვით სამარე"... (6 ნაწილი)
image


*** თათა, როგორ გამახარე, უკვე მენატრებოდი. ეს დღეები გამუდმებით ვფიქრობდი შენზე, გავერკვიე, დავრწმუნდი საკუთარ თავში და აუცილებლად უნდა გითხრა, რომ ძალიან მიყვარხარ. მართალია ამას ტელეფონით არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ შენ სხვა გზა არ დამიტოვე.


სიხარულის ფრთები შეესხა ვილმას.

--- დიტო, ჩემის აზრით დიდი დაფიქრება გმართებს, ამ საკითხზე უცაბედი დასკვნა არ შეიძლება, აქ გრძნობებზეა ლაპარაკი, რომ ცდებოდე? ერთხელ მნახე და ვირტუალურად მიცნობ ტელეფონით, ნამდვილი გრძნობა კი სიახლოვის ფონიც უნდა იყოს ჩემის აზრით. მართალია არც მე ვარ გულგრილი შენს მიმართ, მაგრამ ასე ჩამოყალიბებულ სიყვარულზე საუბარი ცოტა ადრეა.


*** სიყვარულისთვის ადრე არასდროს არაა თათა, ჩემს შემთხვევაში ეს პირველია, პირველად მიყვარს მართლა გრძნობით, ვხვდები შენც რომ არ ხარ გულგრილი, მაშ რაღას ვუცადოთ? ვიყოთ ერთად, ცოლობას ხომ არ გთხოვ, შენიც მესმის, სწავლობ და კვლავ აპირებ სწავლას, მე ხელს არ შეგიშლი შენს მიზნებში, გპირდები.

--- არა დიტო, ჯერ ადრეა...

*** რა არის ადრე?! იმის თქმა თუ ვინ მოგცა ჩემი ნომერი? მოსვენება დავკარგე, რა არ მიტრიალებს ამ თავდაყირა ფიქრებში, ვხვდები რომ რაღაცას მალავ, მაგრამ რას ვერ მივხვდი, თითქოს გეშინია, არ გინდა მითხრა? ყველაფერს გაგიგებ.

--- არა დიტო, შენ არაფერი არ გესმის რა ხდება ჩემს თავს, ყველაფერს აქვს თავისი დრო, მე კი ჯერ მზად არ ვარ და ძალას ნუ დამატან გთხოვ, თორემ ყველაფერს გააფუჭებ და ვიჩხუბებთ.

*** კარგი თათა დამშვიდდი, შენთან ჩხუბს არ ვაპირებ, მაგრამ ხვალ მნახე, პირადად სჯობს ამ საკითხზე საუბარს.

--- ძალიან ავნერვიულდი და დავიბენი დიტო, მოვიფიქრებ და ცოტახანში დაგირეკავ.

*** კარგი თათა, სახლიდან არ გავალ, ველოდები შენს ზარს.


ვილმამ მაშინვე თათასთან გადარეკა მოუყვა ყველაფერს, თათასაც ეცალა ხვალ და დათანხმდა დიტოსთან შეხვედრაზე. გახარებულმა ვილმამ, რომ გეგმიურად მიდის ყველაფერი, გადარეკა კვლავ დიტოსთან და ხვალ 2 საათზე ისევ ქაშუეთთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ.


*** თათა, სულ ქაშუეთთან რატომ მხვდები?

--- იმიტომ, რომ ეს ტაძარი ძალიან მიყვარს.

*** აბა შეხვედრის დროს შიგნით რატომ არ შევედით თუ გიყვარს?

--- უბრალოდ ეს პირველი შეხვედრა იყო და ალბათ დავიბენი. კარგი დიტო, წავალ ეხლა, ხვალამდე.


ის ღამე ვილმამ თეთრად გაათენა, მის ფანჯარაში შუქი მთელი ღამე ენთო. ფიქრობდა კარგათ იქცეოდა თავს რომ თათას ასაღებინებდა თუ არა, თიკას ვუთხრაო გაიფიქრა, მაგრამ გადაიფიქრა, თიკას რომ არ მოსწონებოდა ეს აზრი, არ აპატიებდა.


ასე გრძელდებოდა მაისამდე, ვილმა გამუდმებით ურეკავდა და საუბრობდა დიტოსთან, დიტო კი ხვდებოდა თათას და ვერც კი ხვდებოდა, რომ ეს ერთ ადამიანი, ორი სრულიად სხვადასხვა იყო. ვილმამ კი უდიდესი სისულელე ჩაიდინა ამ გეგმებით, ვინაიდან როლის შესრულებისას თათასაც შეუყვარდა დიტო და ერთ-ერთი შეხვედრისას უთხრა სიმართლე:

––– დიტო რაღაც მინდა გითხრა, ოღონდ არ გამიბრაზდე.

*** რა მოხდა თათა?

––– მგონი დროა ფარდა ავხადო ყოველივეს, მეტის თამაში აღარ შემიძლია. იცი მე მართლა თათა ვარ, მაგრამ შენ ვინც შეგიყვარდა ის თათა არა.


დიტო გაოგნებული უსმენდა, დაიბნა, ვერ მიმხვდარიყო ემოციებს აყოლილი თათა რის თქმას ცდილობდა.


*** დამშვიდდი საყვარელო, რა ხდება, ვერაფერი გავიგე.

––– დიტო, უზომოდ შემიყვარდი, შენ მაჩუქე პირველი კოცნა, ჩემს სიცოცხლეს აზრი შემატე, მაგრამ სამწუხაროდ შენ მე არ მეკუთვნი. ჩემი დაქალია ტელეფონზე რომ გირეკავს ხოლმე, გესაუბრება, მან გაგიცნო, მე ხმოლოდ მისი თხოვნით გხვდებოდი, რომ ის დამეჩრდილა, მაგრამ შემიყვარდი.

*** თათა რა ზღაპრებს მიყვები, რა გჭირს, რა დაგემართა, რამის მიზეზებს ეძებ?

––– დამიჯერე დიტო, ზღაპარი არაა, იმიტომ მაქვს პირადად სხვა ხმა და ტელეფონით სხვა, არსებით სხვაობას ხომ ხედავ? გახსოვს პირველ შეხვედრაზე ტორტი რომ არ ვჭამე? არც გალერეაში ყოფნა მომწონდა შენ როგორც გეგონა, არც ისეთი წყნარი და მორცხვი არ ვარ და რა ვიცი კიდევ რამდენი ასეთი დეტალი გითხრა, რომ თვალები აგიხილო, ამ ყველაფრის გამხელის უფლება არ მქონდა, რეჟისორი მე არ ვარ, მე უბრალოდ როლი მოვირგე და ვაი რომ ამაოდ. შენ მე არ მეკუთვნი. (და ატირდა თათა)

*** ღმერთო, რა ხდება ჩემს თავს! ასე როგორ გამაწბილა ორმა ქალმა, რა იდიოტურ ჩიხში ვარ, არა უთუოდ სიზმარია და გამეღვიძება. ამიხსენი ვინ შენმა ადაქალმა მოიგონა ეს ყველაფერი და რაში დაჭირდა, მიპასუხე. (აღრიალდა დიტო)

––– ვინ და შენი უგემოვნო ძმაკაც გიოს მიჯნურმა.

*** რაა!!! ვილმაამ! ვაიმე რას ამბობ, მისგან ასეთ რამეს ვინ წარმოიდგენდა? ოო, არა, ოღონდ ეგ არა, გიოს უყვარს ვილმა, ვერც ვერაფერს ვეტყვი გიოს ხათრით, თორემ მოვკლავდი ეხლავე მაგ მასხარას.


დიტომ თავი მკლავებში ჩარგო და მწარე, შემზარავი ღრიალ-ტირილით აქვითინდა. ცოტახანში მოიკრიბა ძალა და აზრები და უთხრა თათას:

*** ე.ი. გამოდის რომ ყველაფერი თავის ადგილზეა თათა, მე ვილმა არ მაინტერესებს, თან ის ჩემს ძმაკაცს უყვარს. მესამე ყოველთვის ზედმეტია და ის ვილმაა. შენ მიყვარხარ თათა, ამ გაუგებრობის მსხვერპლი ხარ და ვერ დაგაზარალებ, რადგან მართლა შემიყვარდი, არანაირი ვილმა აღარ მიხსენო დღეიდან, შეერგოს რაც გამამწარა.

––– მეც მიყვარხარ დიტო, მაგრამ ვილმას ამ ყველაფერს როგორ ავუხსნით, მასაც ხომ უყვარხარ.

*** მისი სიყვარული არ მაინტერესებს, ამას ერთად ავუხსნით, ეგ საქმე მე მომანდე.

10
45
14-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
45
  
2013, 17 აგვისტო, 11:28
მადლობა ;)
2013, 17 აგვისტო, 11:21
საინტერესოდ წერთ.
2013, 15 აგვისტო, 20:02
არაფრის მეგობარო გაიხარე:)))
2013, 15 აგვისტო, 19:20
ძალიან კარგია მეგობარო ძალიან:)))
2013, 15 აგვისტო, 0:24
ვიკ გავითვალისწინებ შენს მოლოდინს და ვეცდები მეტ-მეტი ვწერო და მალე დავასრულო :*
2013, 14 აგვისტო, 13:54
ბოლომდე როცა დაასრულებ მერე წავიკითხავ თორე ლოდინი არ შემიძლია.... პირველი რამდენიმე თავი წავიკითხე და მომეწონა,ძალიან კარგია
2013, 14 აგვისტო, 13:21
და უფრო საინტერესო იქნება
2013, 14 აგვისტო, 13:17
ყველაფერი არ მომიგონია ამ ხელნაწერში, რაღაც-რაღაც დეტალები ჩემი ცხოვრებიდან არის, ოღონდ რა თქმა უნდა ბევრი კორექტირებით.
2013, 14 აგვისტო, 13:13
საბრალო გოგო:(
ერთი ფილმი გამახსენდა,დაქალის სანაცვლოდ ემესიჯება გოგო ბიჭს სკაიპით წლების მერე ჩამოვა და ნელნელა მიხვდება რომ ფიზიკურად სხვა მოსწონს და წლების მანძილძე სხვას წერდა და შეუყვარდა:))))))))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10