x
image
მოზამბიკელი
იდეალურ მამაკაცთან მიახლოვებული

imageჩვენი შეხვედრა ყოველთვის ამაღელვებელი და სიხარულით აღსავსეა ჩემთვის, თუმცა თითქმის ყველა შეხვედრა ერთნაირია ხოლმე. მრავალფეროვნებით მაინცდამაინც არ გამოვირჩევით, ალბათ იმიტომ რომ ერთმანეთთან არც თუ ისე ხშირად შეხვედრა ერთფეროვნებას არ გვაგრძნობინებს . ყოველთვის ერთიდაიგივე ადგილი, ერთიდაიგივე მზერა, სიტყვები, შეხება, ყველაფერი აბსოლიტურად ერთნაირია. რაც მთავარია სიყვარულიც უცვლელი რჩება, ისევ ისეთი ძლიერი და ურყევია, როგორც პირველად. ალბათ ისეთი წყვილების რიცხვს მივეკუთვნებით, რომლებსაც ცვლილებები არ ხიბლავს. შეიძლება სინამდვილეში ასეც არაა, უბრალოდ ჩვენი ცხოვრეისეული პირობები ცვილებების საშუალებას არ გვაძლევს. უკვე წელიწადზე მეტია ერთად ვართ, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის, ყოველდღიურად კი მგონია თავიდან გვიწევს ერთმანეთის გაცნობა . . .

გრძობების გამოხატვის საკითხში ორივე თავშეკავებულნი ვართ, თუმცა მე უფრო... ხანდახან თუ შემომიტევს ხოლმე სიყვარულის ადრენალინი და ერთბაშად გადმოვაფრქვევ, ის კი ამას ჩვეულებრივად ხვდება, თითქოს ყოველთვის ასე ხდებოდეს, ამას მიჩვეული ვარ და წამსვე ძველ მდგომარეობას ვუბრუნდები. სამაგიეროდ როცა მას მოაწვება გრძობები და აფრქვევს, მე სრულიად ბუნებრივად ვიღებ და მხოლოდ თბილი ღიმილით ვპასუხობ. ამ დროს მის სახეზე წყენის ნიშნებს ვხედავ, სიტუაციით ვსარგებლობ და მშვიდად ვახსენებ, შენც ასე იქცევი როცა შენს მიმართ სიყვარულს გამოვხატავ მეთქი.

საერთო ჯამში იდეალური წყვილი ვართ, ნებისმიერი საკითხის გარშემო შეგვიძლია კამათიც და კონსენსუსის მიღწევაც, ერთნანეთის გაგებაზე და თანადგომაზე აღარაფერს ვამბობ. ყველაზე მეტად რაც მახარებს, ჩემი მეგობრებისადმი ყურადღებიანი და თბილი დამოკიდებულებაა.

მისი გაცნობიდან რამდენიმე დღეში დავრწმუნდი და გადაჭრით ვამბობდი, რომ ის იდეალურ მამაკაცთან 95%-ით მიახლოვებულია, დანარჩენი 5% კი მრავალფეროვნებისთვისაა საჭირო.

5
46
4-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
46
  
2013, 18 აგვისტო, 16:35
იდეალურის ძებნა დროის ფუჭად კარგვაა
2013, 18 აგვისტო, 12:35
ერთ მოხუცს კითხეს,რატომ ხართ მარტო... ნუთუ თქვენს ცხოვრებაში არასოდეს შეგხვედრიათ ისეთი ქალი ვისთან ერტადაც მთელ ცხოვრებას გატარებდიო. როგორ არ შემხვედრია უპასუხა მოხუცმა,მაგრამ... ისიც იდეალურს ეძებდაო–)
2013, 16 აგვისტო, 10:01
იდეალური მამაკაცები რომ არ არსებობენ იმიტომაა ეს იდეალურთან მიახლოვებული :D
2013, 14 აგვისტო, 14:21
რა ნაცნობი სიტყვაციაა .........:D პირველი წელი,მეორე,მესამე,მეოთხე,მეხუთე,მეექვსე და იდეალურთა არსებობა ეჭვის ქვეშ კიარ დგება რწმუნდები რომ არ არსებობენ:D...შენ უნდა მოინდომო თორე იდეალური არავინ და არაფერია ქვეყნად....
2013, 14 აგვისტო, 14:13
არიან კი კიდე იდეალური მამაკაცები?:)
0 1 5