x
მეტი
  • 04.10.2024
  • სტატია:137432
  • ვიდეო:351966
  • სურათი:511361
ივანიშვილის "მეცხრე არხი" საცდელ მაუწყებლობას 30 აპრილს, 21:00 საათზე დაიწყებს

imageტელეკომპანია "მეცხრე არხი" საცდელ მაუწყებლობას 30 აპრილს, 21:00 საათზე დაიწყებს.


"ეთერს ტელეწამყვანი ნათია ლაზაშვილი საინფორმაციო გამოშვებით "ახალი ცხრაზე" გახსნის. იმავე დღის სატელევიზიო ეთერს, 22:00 საათზე გოგი ახალკაცის თოქ-შოუ "ახალკაცის მატრიცა" გააგრძელებს. 23:00 საათზე კი ეთერში ჟურნალისტ შალვა რამიშვილის სტუდიის მიერ მომზადებული ანიმაციური ფორმატის პოლიტიკური სატირა გავა. საცდელი მაუწყებლობის განმავლობაში ეს პროგრამები იქნება, ზაფხულის განმავლობაში კი სატელევიზიო ბადეს სრულად დავტვირთავთ", - განაცხადა ბექაურმა.

მისივე თქმით, საცდელი მაუწყებლობის განმავლობაში ეთერში მხოლოდ ზემოთ დასახელებული პროგრამები და მხატვრული და დოკუმენტური ფილმები გავა.

15:00 და 18:00 საათზე კი საინფორმაციო გამოშვებას ყოველდღე ჟურნალისტი სოფო ჩაკვეტაძე წაიყვანს.

31 აპრილიდან ტელეკომპანია მაუწყებლობას 12:00 საათიდან განაახლებს.

0
104
2-ს მოსწონს
ავტორი:egnate
egnate
104
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0