x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"იცით თუ არა, რომ"...
image


ამ სტატიაში მინდა შემოგთავაზოთ

საინტერესო ფაქტები სხვადასხვა თემაზე, შეიძლება ბევრმა

თქვენგანმა ეს უკვე იცის, მაგრამ დარწმუნებული ვარ ცოტაოდენ ცოდნას მაინც შეგმატებთ, ან თუნდაც გახალისებთ.



image


"1905 წელს სამხრეთ აფრიკაში,

კერძოდ კი ტრანსილვანიაში მოძიებული იქნა მსოფლიოში ყველაზე დიდი ალმასი, რომელიც შეფასდა 3106 კარატად და იწონის 621, 2 გრამს".


"ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა".


image




"ადამიანი, წელიწადში დაახლოებით 10 მილიონჯერ ახამხამებს თვალებს".




"მე-17 საუკუნეში თერმომეტრში ვერცხლისწყლის ნაცვლად კონიაკს ასხავდნენ".


"5000 გრადუსამდე გაცხელებული რკინა აირად იქცევა".


"გინესის რეკორდების წიგნში შესულია კვერცხი, რომელიც 1979 წლის 2 ოქტომბერს ტოკიოში 198 მეტრი სიმაღლიდან გადმოაგდეს და არ გატყდა".


"ინგლისელი მეცნიერი ჰოლენდეინი ყველა ექსპერიმენტს საკუთარ თავზე ატარებდა, ამიტომაც უწოდა მან 1926 წელს გამოცემულ წიგნს "მე-საცდელი ბოცვერი" ".

image


"იაპონიაში გამოიყვანეს სამკუთხედი ფორმის საზამთროები მეტი პრაქტიკულობისთვის".


"ყველაზე ახალგაზრდა რომის პაპი 11 წლის იყო".


"ცხვირი და ყურები არ წყვეტენ ზრდას".


"პარაშუტი მოიგონა და ვინჩიმ 1515 წელს".


image


"სხეულთან პროპორციაში კაცები უფრო ძლიერები არიან, ვიდრე ცხენები".


"კანადაში უფრო მეტი ტბაა, ვიდრე ყველა სხვა ქვეყანაში ერთად აღებული".


"733 წელს მურვან ყრუ საქართველოში ლაშქრობისას აბაშისწყალთან დაბანაკდა. წვიმის შედეგად მდინარე ადიდდა და მისი 3000 ეთიოპელი მოლაშქრე დაახრჩო".


image


"ალბატროსის გაშლილი ფრთების სიგრძე 3, 5 - 4 მეტრს აღწევს".


"კეტჩუპი 1830 წელს წამლის სახით იყიდებოდა".


"ფარშევანგის კვერცხის მოხარშვას 4 საათი სჭირდება".


"ბეღურას უფრო მეტი კისრის მალა აქვს, ვიდრე ჟირაფს".


"ლოკოკინას 25 000 -მდე კბილი აქვს".

image


"პეპელა გემოს ფეხებით შეიგრძნობს".


"ლეონარდო და ვინჩის შეეძლო ერთდროულად ერთი ხელით ეხატა, მეორეთი კი ეწერა".


"ვინსტონ ჩერჩილი ერთ-ერთი წვეულების დროს, საპირფარეშოში დაიბადა".


image


"მსოფლიოს ყველაზე ბინძური მდინარე ციტარუმია".


"დედოფალ ანას 17-ივე შვილი მის გარდაცვალებამდე დაიღუპა".


"ვეშაპის გული წუთში მხოლოდ ცხრაჯერ ცემს".


"ბუების ჯგუფს პარლამენტი ეწოდება".


"ვირთხა უფრო დიდხანს ძლებს წყლის გარეშე, ვიდრე აქლემი".


ამით სტატია დავასრულე და ვიმედოვნებ, რომ გამომივიდა თქვენს გუნება-განწყობაზე მუშაობა.

14
153
17-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
153
  
2013, 16 აგვისტო, 0:34
შე ძველო შენა? ძველობის რა მეტყობა? ასაკი? თუ შენი აზრით ჩაცუცქული ვზივარ კომპიუტერთან და ისე ვწერ კომენტარებს? :დ გამეღიმა სახეშეუცვლელად. :)
2013, 16 აგვისტო, 0:31
კარგია ყველას რომ უსწორებ სტატიებს, საკმაოდ აზრიანი მომხმარებელი ხართ შე ძველო შენა:))))))
2013, 16 აგვისტო, 0:27
არც მითქვამს შენთვის მსგავსი რამ... და არც მიფიქრია. შენ კი...
2013, 16 აგვისტო, 0:23
თუ არც ისე დიდი, მაშინ რას დამსდევ სიტყვებზე არ მესმის, თუ რამე არ მოგწონს გაატარე, ყველაფერი ყველას მოსაწონი ვერ იქნება და რა გინდა, ბოდიში მოვიხადო თუ?? ვალი მაქვს შენი რამე?? :)))
2013, 16 აგვისტო, 0:20
გუგლი რათ მინდა? გიწერია სამკუთხედი და ფოტოზე ოთხკუთხედია. პროვოკაციას ადგილი არ აქვს და შენ თვითონ ნუ პროვოკატორობ... ვიცი და ნანახიც მაქვს სამკუთხედი საზამთრო მაგრამ მე კონკრეტულად ამ სტატიაში მოყვანილ ფოტოზე და სამკუთხედზე მაქვს გართულება... არც თუ ისე დიდი :)
2013, 16 აგვისტო, 0:11
ფორმას საზამთრო ვერ შეიცვლის და შენც კარგად მოგეხსენება, ჩემს პროვოკაციას შენ დალოცვილო დაგუგლე და სამკუთხედ საზამთროებს იქ ნახავ.
2013, 15 აგვისტო, 23:45
ეს ყველაფერი კარგი მაგრამ... იაპონიაში თუ სამკუთხედი საზამტროები გამოიყვანეს სურათზე ოთხკუთხედები რატომ არის? ფორმას იცვლის ეს საზამთრო " დაჟე " ???
2013, 13 აგვისტო, 23:42
მადლობა კორექტირებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ვეღარ ჩავასწორებ... უბრალოდ იმ წყაროში, საიდანაც სტატია დავწერე, ტრანსილვანია ეწერა.
2013, 13 აგვისტო, 23:30
კარგი სტატიაა მაგრამ პირველი მცდარია მსოფლიოში უდიდესი ალმასი იპოვეს ტრანსვალში და არა ტრანსილვანიაში !..ტრანსილვანია რუმინეთშია!
2013, 13 აგვისტო, 20:13
ძალიან კარგი სტატიაა მეგობარო:)))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10