x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"დუმილი, ვით სამარე"... (5 ნაწილი)
image





თიკას დანახვაზე შემცბარმა ვილმამ


ძლივს მოაბა აზრებს თავი და


ამოიბლუყუნა: თიკაა, მაპატიე, თათასთან ვიყავი ასული, საქმე ჰქონდა და მინახულე


მარტომო, იმიტომ ვეღარ გითხარი ვერაფერი, ვიფიქრე არ გწყენოდა.


*** მერე, რომ გეთქვა მასე ვერ გაგიგებდი? თუ იქ ასვლას დაგიშლიდი? რა უცნაური ხარ ზოგჯერ ვილმა, შენს სისულელეებში დღითიდღე

მარწმუნებ. წამოდი ჩემთან ავიდეთ.

--- არა, აქ ხარ და ვიყოთ ბარემ აქ. დიტოსთანაც დავრეკოთ.

*** დიტო მოიცდის, წამოდი, წამოდი.


ვილმამ ვერ მოისვენა და მაინც დარეკა დიტოსთან, თუმცა ამაოდ, ყურმილი არავინ აიღო. გულგატეხილი წაყვა თიკას, თუმცა სულაც არ იყო სადმე წასვლის განწყობაზე. სახლში შესულს თიკასთან კი დიტო და გიო დახვდნენ, თიკას სიურპრიზი იყო ეს. ვილმას სიხარულისგან სახე გაუნათდა. თიკამ გიო მაღაზიაში ჩააგზავნა, თვითონ სამზარეულოში აფუსფუსდა და ვილმა და დიტო კი მარტონი გამიზნულად დატოვა.

*** ვილმა რატომ ხარ ჩუმად? (სიტყვა დაიწყო დიტომ)

--- რაზე ვილაპარაკოთ?

*** რა ვიცი, რაზეც გინდა, თუნდაც შენი ამბები ან გეგმები მომიყევი.

--- გაინტერესებს რომ? (იუხეშა ვილმამ)

*** აბა რატომ გკითხავდი?

--- იქნებ ზრდილობის გულისთვის?!

*** თუ მოყოლა არ გსურს, მასე გეთქვა, რატომ მეუხეშები.

--- სკოლაში ვსწავლობ კარგად იცი, მერე კი გავაგრძელებ ალბათ სწავლას. მინდა ცხოვრებაში ჩემი ადგილი მქონდეს და დანატოვარის გარეშე არ დავტოვო ქვეყანა.

***ოჰო, რა შორს იყურები, მიზნები კარგია. სიყვარულში როგორ ხარ?

--- ეგ კითხვაც სპეციალურად დამისვი? (ვინაიდან გიოს უყვარს ვილმა)

*** არა, რას ამბობ, უნებურად მომივიდა.

--- ორმხრივი გრძნობა არ მაქვს გეცოდინება ალბათ, ცალმხრივს კი

ვხვდები რომ აზრი არ აქვს. ე.ი. ტავისუფალი მოქალაქე მეთქმის. (მიუგო ღიმილით ვილმამ)

*** აუცილებლად გეწვევა ნამდვილი გრძნობა და შეგიყვარებს ის,

ვინც შენც გეყვარება.

--- თქმა რა ადვილია არა!

*** გამოცდილება მალაპარაკებს ვილმა და ალბათ ყველას შემთხვევაში ასე იქნება, გახსოვს ქაშუეთთან რომ გოგოსთან ერთად მნახე?

ის გოგო ჩემთვის ბედის საჩუქარია. არადა ჯერ თვეებია ვიცნობ და

ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ერთად ვართ, მიყვარს, თუმცა ეს

პირველად შენთან ვთქვი ეხლა.

--- კი, მახსოვს, ლამაზი გოგო იყო. იმ გოგოში რა უფრო მოგწონს, გარეგნობა თუ ხასიათი?

*** ხასიათი ფანტასტიური აქვს, გარეგნობაზე აღარაფერს ვამბობ,

შენც კარგად ნახე.

--- გაგიმართლა, იშვიათია ორივე მხარემ, დაგაკმაყოფილოს რატომღაც.

*** ხო, ნამდვილად მასეა, მაგრამ მე გამიმართლა, არადა თუ როდისმე ვინმე შემიყვარდებოდა, ნამდვილად ვერ წარმომედგინა.

--- წარმატებებს გისურვებ დიტო.


ამასობაში გიომ მოიარა მაღაზიები, თიკამაც მოამთავრა სამზადისი, გოგონებმა გაშალეს სუფრა და მოილხინეს. გიო კვლავ ცდილობდა ვილმასტან სიახლოვეს, ყურადღების ცენტრში სულ ჰყავდა, მაგრამ ამაოდ, ვილმა ცივზე ცივი იყო მის მიმართ. ჩამოღამდა, დაიშალნენ მეგობრები, ბიჭებმა ვილმა ააცილეს და სახლისკენ გზას გაუყვნენ.

ამ დღით კმაყოფილმა და ხვალინდელი ზარით სასიყვარულო ამბებში მოლოდინით ვილმას ძლივს ჩაეძინა.

დილა გათენდა თუ არა, ვილმამ მაშინვე დიტოსთან დარეკა.

2
38
14-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
38
  
2013, 13 აგვისტო, 17:11
ვიწვი ამ გოგოს საცოდაობით
0 1 2