x
image
vendeta357
როცა გიყვარს
როცა გიყვარს უსასრულოა გრძნობა და დროის განცდა ვხედავ ნაპერწკალს, როცა იღიმი, მაგრამ ღიმილის გამო კიარ მიყვარხარ ... მე მომწონს შენი სიცილი, ხმა და თვალები, მაგრამ მიზეზი ეს სულაც არ არის... მე მომწონს, როცა ბავშვურად იცინი, მაგრამ ეს არ არის ის, რის გამოც შენზე ვწერ, მე მომწონს შენი ხმა, გამოხედვა, ღიმილი, მაგრამ ამის თქმა სულაც არ მინდა დღეს...

მე შენში მიყვარს ის, რომ არაფერს ცდილობ,

როცა ფიქრობ და ჩუმად უყურებ ცას...

მიყვარხარ, რადგან არასდროს არჩევ სიტყვებს, როცა არ ფიქრობ წინასწარ იმაზე, თუ სად რა უნდა თქვა...


მე შენში მიყვარს ის, რომ ნამდვილად შენ ხარ, შენ მხოლოდ შენ ხარ, ასე, უბრალოდ შენ...

ღიმილის გამო კიარ მიყვარხარ ასე, შენ მხოლოდ შენ რომ ხარ, მე შენში მიყვარს ეს ყოველივე...

0
23
2-ს მოსწონს
ავტორი:vendeta357
vendeta357
23
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0