ნეიმარს მადრიდის " რეალში" გადასასვლელად კონტრაქტის საუკეთესო პირობებს სთავაზობდნენ
ცნობილი ფაქტია, რომ მადრიდის " რეალი" 21 წლის ბრაზილიელ ტალანტს ნეიმარ და სილვა სანტოს ჯუნიორს საკმაოდ მომხიბლავ კონტრაქტს სთავაზობდა, მაგრამ ბრაზილიელმა კატალონიაში თამაში ამჯობინა.ამავდროულად მადრიდელები მას სთავაზობდნენ მადრიდის ერთ - ერთ ელიტარულ უბანში დაბინავებას, უბანში, სადაც ზინედინ ზიდანისა და სხვა ცნობილი ვარსკვლავების საკუთარი საცხოვრებელი სახლებია გაშენებული.აგრეთვე "რეალი" ცდილობდა ფეხბურთელი დაერწმუნებინა იმაშიც, რომ მადრიდში მისთვის ბევრად მომგებიანი საგადასახადო სისტემა იყო და მას კატალონიური ენის სწავლა გაუჭირდებოდა.
თავდაპირველად ზიდანს ბრაზილიელზე მეურვეობა უნდა გაეწია.სარწმუნო წყაროები იმასაც ირწმუნებოდნენ, რომ "რეალის" მოქმედ პრეზიდენტს ფლორენტინო პერესს იმედები გაუცრუვდა იმისდა მიუხედავად, რომ მან უკეთესი საკონტრაქტო პირობები შესთავაზა ბრაზილიელ ვუნდერკინდს და მიუხედავად ყველაფრისა, ნეიმარმა მესის გვერდით თამაში ამჯობინა.საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ იმედგაცრუებული პერესი ამჟამად დაჟინებით ცდილობს გარეთ ბეილის გათეთრებას, მაგრამ მისი საგა არა და არ მთავრდება, რადგან "დეზების" პრეზიდენტი დანიელ ლევი ასტრონომიულ თანხას ითხოვს უელსელის სანაცვლოდ.