x
image
მატასი
როგორ შევიცნოთ ვერძი (ნაწილი 1) ზოდიაქოს ნიშნები.
image21 მარტი - 20 აპრილი


შეგხვედრიათ ოდესმე გამორჩევით გულღია, მოუსვენარი ადამიანი, რომელმაც ხელის მაგრად ჩამორთმევა იცის და სახეზე სულ ღიმილი დასთამაშებს? თუ ასეთ პიროვნებას შეხვედრიხართ, იცოდეთ, ვერძის მხედველობის არეში მოხვედრილხართ. თქვენი ვარაუდი უფრო გამართლებული იქნება, თუ იგი საუბარში პირველობას ესწრაფვის და სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევთ.

თქვენი ახალი ნაცნობი თავდაუზოგავად ებრძვის უსამართლობას და დაჩაგრულთ მხურვალედ იცავს? ეს თვისება მას სისხლში აქვს გამჯდარი. სქესის მიუხედავად, ვერძი უსამართლობას არასოდეს შეეპუება. ვინც კი გზად გადაეღობება, პოლიციელი იქნება ეს თუ შეიარაღებული ბანდიტი, ვერძი არავის შეუშინდება. ამ დროს იგი შედეგებზე არ ფიქრობს. მარსის გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანები ძალიან მტკიცე ხასიათისანი არიან და ყოყმანი არ სჩვევიათ.

ვერძი სიცოცხლის სიმბოლო და ზოდიაქოს პირველი ნიშანია. იგი მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობს, მიუხედავად ასაკისა, ძალიან ბავშვურია და როგორც ყველა ბავშვს სჩვევია მთლიანად თავის საზრუნავშია ჩაფლული.მისთვის საკუთარი ინტერესები ყველაფერზე მაღლა დგას.


ვერძს იოტისოდენა ეშმაკობა არ გააჩნია მიმნდობია და მიამიტი. ნებისმიერ წყენას ივიწყებს ოღონდ ვინმემ უთანაგრძნოს და მიუალერსოს.

ვერძი მეოცნებეა, შეუძლია ჰაერში ციხე კოშკები ააშენოს, მაგრამ ამით სხვებს როდი ატყუებს, თვითონაც ღრმად არის დარწმუნებული რომ ეს ასეც იქნება. ბავშვივით ადვილად ნაწყენდება და თითქმის ისევე უმწეოა.

ვერძს რამდენიმე ისეთი დამახასიათებელი თვისება გააჩნია, რომლის მიხედვითაც თითქმის ყოველთვის გამოარჩევთ. მათ საკმაოდ მკვეთრი ნაკვთები აქვთ და ხშირი წარბები. ვერძები თეთრყირმიზები არიან, თმებს მზის კაშკაშა სინათლეზე მოწითალო ელფერი დაჰკრავს.

სახეზე ან თავზე ხშირად ხალები ან ნაჭრილობევები აქვთ. ორივე სქესის ვერძები მხარბეჭიანები არიან და ასაფრენად გამზადებულივით წინწახრილნი დადიან.

მარსის მფარველობის ქვეშ მყოფნი ყოველთვის მომსყიდველი პირდაპირობით და გულისამაჩუყებელი მიმნდობლობით შემოგცქერიან თვალებში. თქვენ ხომ მისი საუკეთესო მეგობარი ხართ?

არა? ტირილს აღარაფერი უკლია, თავს ძლივს ერევა. თუ მაინც მოახერხეთ მისი ატირება იცოდეთ რომ შიგ გულში დაკოდეთ. ვერძი უმალ სიკვდილს ამჯობინებს ვიდრე სხვებს თავის სისუსტეს უჩვენებს.

საუბრისას ვერძი თანამოსაუბრეს თვალებში უყურებს, თუ თვალს გარიდებთ ესეიგი მისთვის უინტერესო თემას ეხებით.

ვერძი ყოველთვის პირველობას ესწრაფვის. ხელმოცარული ვერძი ადვილი ამოსაცნობია, უკმაყოფილო იერით სხვის ბრძანებებს რომ ასრულებს. გამარჯვებული ვერძი კი უჩვეულოდ გულუხვი და ლმობიერია.

ვერძი მეტისმეტად პირდაპირია. სიცრუე და მიკიბულ მოკიბული ლაპარაკი მის ხასიათში არ ჯდება. პირდაპირობა და გამორჩეული პატიოსნება აი მისი სავიზიტო ბარათი.

ვერძები უპასუხისმგებლოები არიან. ხანდახან რაიმე საინტერესოს თუ გადააწყდნენ შეუძლიათ ყოველგვარი მოვალეობა დაივიწყონ.

ყოველი ვერძი ცხოვრებაში თუნდაც ერთხელ რაიმე ავანტიურაში ეხვევა და შედეგად თავზე ან სახეზე სამახსოვრო ჭრილობა რჩება.

აწუხებთ თავის ტკივილები, შაკიკი, რაც ავადმყოფი თირკმელების ბრალია. მთლიანობაში ვერძს მაინც გამძლე და ჯანმრთელი ორგანიზმი აქვს.

ვერძი ძალიან ფიცხია, მაგრამ მისი სიფიცხე მეტად ხანმოკლეა, წუთის შემდეგ მისი მიზეზიც კი აღარ ახსოვს და გულღიად გიღიმით.

ვერძის მოწოდება შემოქმედებითი სამუშაოა. მისი ორიგინალურობის, ენერგიის და ნებისყოფის გარეშე ბევრი პროექტი მთლიანად რეალიზებული ვერ იქნებოდა ან სრულიად განსხვავებულ, ნაკლებად საინტერესო სახეს მიიღებდა.

ინდივიდუალურობის გამომჟღავნებაში ვერძს ვერავინ შეეჯიბრება. ჩვეულებრივ მას საკუთარ თავზე ლაპარაკი უფრო სიამოვნებს ვიდრე სხვებზე. გამონაკლისს მხოლოდ მისი საყვარელი ადამიანები წარმოადგენენ.

ვერძს ღრმად სწამს რომ ცხოვრება სავსეა სასწაულებით და სიხარულით გაგინაწილებთ თუ რა თქმა უნდა თქვენი სურვილიც იქნება.

image


ვერძის წელში დაბადებული დიდი ადამიანები:


ჰანს ქრისტიან ანდერსენი


იოჰან სებასტიან ბახი


ბისმარკი


მარლონ ბრანდო


ვინსენტ ვან გოგი


ფრანც იოზეფ ჰაიდნი

ჰარი გუდინი


კონსტანტინე სტანისლავსკი


არტურო ტოსკანინი


ტენესი უილიამსი


ჰენრი ჯეიმსი


თომას ჯეფერსონი


ნიკიტა ხრუშჩოვი


ჩარლი ჩაპლინი


20
1418
4-ს მოსწონს
ავტორი:მატასი
მატასი
1418
  
2012, 17 სექტემბერი, 15:08
ასე მეგონა მე მახასიათებდნენ. ერთადერთი არ დაემთხვა "საუბარში პირველობას ესწრაფვის და სიტყვის თქმის საშუალებას არ გაძლევთ"
2012, 14 სექტემბერი, 15:46
ალბათ,100%-ით ვერ დავეთანხმები!
2012, 17 ივლისი, 17:45
ok ok albat ....
2012, 17 ივლისი, 13:18
ალბათ დანარჩენებიც ეგრე ვფიქრობთ ჩვენს თავზე :D
2012, 17 ივლისი, 12:57
60% emtxveva :D
2012, 7 ივლისი, 11:21
yvelaze yvelaze vart vedzebi...ar gecyinot danarchenebs :D :* :*
2012, 2 მაისი, 14:03
აქ დავდე მარა დამიბლოკეს ფორუმზე დევსო არადა წიგნიდან ამოვიწერე და თან ჩემი სიტყვებით და გავასაჩივრე და მაინც.
2012, 2 მაისი, 13:59
ვიპოვი სტატიას ვერძ-მამაკაცზე, თუ ვიპოვე... :))
2012, 2 მაისი, 13:52
ხო ეგეც შეიძლება :D
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10