x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
მეცნიერებმა გამოიგონეს "საათი",რომელიც ადამიანის სიკვდილს წინასწარმეტყველებს

imageლანკასტერის უნივერსიტეტის(დიდი ბრიტანეთი) ორმა ფიზიკოსმა დაამზადა გენიალური მოწყობილობა, რომელიც განსაზღვრავს, დროის რა მონაკვეთში არის მოსალოდნელი ადამიანისთვის სიკვდილი.მოწყობილობა გარეგნულად წააგავს მაჯის საათს.როგორც ბრიტანული გამოცემა Mirror-ი იუწყება, სამ წელიწადში ექიმებს უკვე შეეძლებათ ჰქონდეთ ეს სამაჯური "შეიარაღებაში".გამოგონების საფუძველი შემდეგში მდგომარეობს-კანის ენდოტელიური უჯრედების მდგომარეობის ლაზერული ანალიზი.ენდოტელიური უჯრედები არეგულირებს სისხლის მიმოქცევას, კუნთების ტონუსს და არტერიულ წნევას.აგრეთვე ისინი იზრდებიან ავადმყოფობისგან დაზიანებულ ორგანოში, ახდენენ ახალი კაპილარების ფორმირებას და იწყებენ ორგანოს აღდგენის პროცესს ავადმყოფობის შემდეგ.გამოგონილი აპარატი სწორედ ენდოტელიური უჯრედების მუშაობის პროცესს გამოითვლის და განსაზღვრავს დაბერების პროცესის სიჩქარეს.შედეგი გამოითვლება 100 ბალიანი სისტემით-რაც მაღალია და ოპტიმალური უჯრედების ფუნქციონირება, მით უფრო ჯანმრთელია ადამიანი, ხოლო თუ უჯრედები მუშაობის მაჩვენებელი 0-მდე დაეცა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიკვდილი მოახლოებულია.მოწყობილობის ერთ-ერთი შემქმნელი, პროფესორი ანეტა სტეფანოვსკა ამბობს, რომ მომავალში ანალიზის შედეგები შეტანილი იქნება დიდ მონაცემთა ბაზაში, შემდგომ შედარებების შედეგად გვეცოდინება, თუ რამდენი ხნის სიცოცხლე დარჩა ადამიანს.image

0
147
7-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
147
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0