x
image
თამარი555
ცხოველთა სამყაროც ირჩევს!
გასული საუკუნის 30–იან წლებში, როდესაც აღმოჩენილი იქნა დომინირებული და დაქვემდებარებული სახეობები ცხოველთა შორის, გამყარდა წარმოდგენა იმის შესახებ რომ ცხოველთა სახეობებში მკაცრი იერარქია და დიქტატურა არსებობს. ახალი მონაცემების მიხედვით ცხოველთა სამყაროში რაც არ უნდა გასაოცარი იყოს ჩვენთვის, არსებობს დემოკრატია. მხეცების ქცევის თანახმად სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ისინი იყენებენ ხმის მიცემის პროცედურას მსგავსად ადამიანებისა.


image


არჩევანის უფლება ყველას არ გააჩნია. უმრავლეს სახეობებში მხოლოდ მოზრდილ ცხოველებს აქვთ ამის უფლება. ჟირაფებში გადამწყვეტ როლს სიმაღლე წარმოადგენს. რაც უფრო მაღალია ჟირაფი, მით მეტი ავტორიტეტით სარგებლობს.


შიმპანზეები ყვირილით გამოხატავენ არჩევანს. ისინი ინსტიქტურად ამჩნევენ ვის მხარესაა უმრავლესობა.



როდესაც გედები ცაში აფრენას აპირებენ, იწყებენ ყელის მოღერებას და თავის ქნევას. და როცა ასეთ დაახლოებით 26 მოძრაობას მიაღწევს წუთში, გუნდი ზემოთ აფრინდება.


კეთილშობილი ირმების ბალახზე მწოლიარე ჯოგი გადაინაცვლებს სხვა ადგილას, როდესაც 62 პროცენტი უფროსი ირმებისა ფეხზე წამოიმართება.


აფრიკულ სპილოებში პირიქით, მთავარ გადაწყვეტილებას მდედრი სპილოები ღებულობენ. როგორც წესი შედეგების დამტკიცებისათვის უბრალოდ უმრავლესობაა საჭირო.


image


დელფინების გუნდშიც გადაწყვეტილებას უმრავლესობა იღებს.


ასევეა კამეჩების ჯოგშიც. იქით მიემართება მათი ჯოგი, სადაც უფროსი წინამძღოლი მიდის.


გადაწყვეტილებას, ნადირობის ადგილის შერჩევისას ლომების მთელი გუნდი იღებს. და ეს სისტემა უკეთესია, ვიდრე ცალკეული ლიდერისადმი მორჩილება. იმიტომ რომ ერთად ისინი უფრო კარგი შედეგით ასრულებენ ნადირობას.




image


ბაბუინებში მცირე შეკრების დროს ყველაფერს პატარა ჯგუფი წყვეტს. მამრობითი სქესის “პოლიტიკური ელიტა."



0
45
6-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
45
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0