ზაფხული.
გამოცდები დამთავრდა, ციებ-ცხელება კი ჯერ არ განელებულა.
ჩაირიცხა თუ არა? სად? გრანტი?
...
სამი წელი ამზადებდნენ და ... 1 ქულა დააკლდა, ვერ გადალახა,
გასაგებ ენაზე რომ ვთქვათ, ჩაიჭრა!
ხვალ გასასაჩივრებლად მიდიან. იქნებ 1 ქულა მოუმატონ...
და გადარჩება, ჩაირიცხება!
ვერ გაამტყუნებ, დასაკარგი არაფერი აქვთ...
ვერ გაამტყუნებ?
და ისევ ჩვენი მენტალიტეტის დამახინჯებული ნაწილი, პირობითი
სახელწოდებით „ჩემი შვილი დოხტური უნდა გამოვიდეს!“
საყვარელო დედები და მამებო, ბებიებო და ბაბუებო, სამი
წლის მომზადება ზღვარის გადასალახავად თუ არ ეყო, შეძლებს ვითომ უნივერსიტეტში სწავლას?
არ ჯობია წარმატებული მზარეული, სტილისტი ან ექთანი
დიპლომიან, სახლში მჯდომ და ბედზე მომჩივან იურისტს, ექიმსა თუ ეკონომისტს?
გეხვეწებით, დაინდეთ თქვენივე შვილები, ნუ ააცდენთ გზას
და ნუ შემატებთ სახელმწიფოს კიდევ ერთ დიპლომირებულ უცოდინარს!
ნუ გაწირავთ თქვენს შვილებს უაზრო და სასაცილო ამპარტავნობისთვის, თქვენ ხომ ყველაზე კარგად იცით მათი შესაძლებლობები, რისი კეთება და სწავლა შეუძლიათ.
გთხოვთ, დაანებეთ თავი „ რითაა ჩემი შვილი სხვაზე ნაკლებიაობას“
და შეუწყვეთ ხელი მათი უნარების სწორად წარმართვას.
მერწმუნეთ, პროფესიონალი მზარეული ათასწილ ჯობია არაპროფესიონალ ექიმს! არც სოფლის მეურნეა ვინმეზე ნაკლები...
თქვენ კი, ძვირფასო აბიტურიენტებო, კარგად გაარკვიეთ რისი კეთება შეგიძლიათ და გინდათ, იყავით საკუთარი უნარების და არა მხოლოდ მამების ფულის იმედად! მერწმუნეთ, ასე საკუთარი თავის რწმენაც გაგიძლიერდებათ, რაც ცხოვრებაში აუცილებელია.
იშვიათად ვწერ ასეთ სუბიექტურ პოსტებს და ამჯერადაც ბოდიშს ვიხდი...
აი ექიმებზე კი ალბათ ცალკე პოსტია დასაწერი, რაც საქართველოში ხდება სისხლის სამართლის დანაშაულადაც კი შეიძლება მივიჩნიოთ, ამას პირადი გამოცდილებიდან ვამბობ.
(და ეს მიუხედავად იმისა, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი საკმაოდ წარმატებული ექიმი მყავს).