x
image
თამარი555
,,ადამის შექმნა"–ხელოვნება ერთ ფრესკაში

image


ფრესკა–“ადამის შექმნა" არის ერთ-ერთი ძლიერი კომპოზიცია სიქსტინის კაპელას მოხატულობათა შორის. რომელიც მიეძღვნა ბიბლიური დაბადების სიუჟეტს. უსასრულო სივრცეში ცურავს მამაღმერთი, რომელიც უფრთო ანგელოზებითაა გარემოცული. მოფრიალე წითელი მატერიის თანხლებით. მისი მარჯვენა ხელი გაწვდილია ადამის ხელისაკენ და თითქმის ეხება მას. მომწვანო კლდეზე დაწოლილი ადამის სხეული თანდათან მოდის მოძრაობაში და იღვიძებს მასში სიცოცხლე .


მთელი კომპოზიცია ორი ხელის ჟესტზეა კონცენტრირებული. ღმერთის ხელი იმპულსს იძლევა, ხოლო ადამის ხელი იღებს მას და აძლევს მთელ სხეულს სასიცოცხლო ენერგიას. იმით, რომ მათი ხელები არ ეხებიან ერთმანეთს მიქელანჯელომ ხაზი გაუსვა ადამიანური და ღვთაებრივის შეერთების შეუძლებლობას. ღმერთის სახეში, მხატვრის ჩანაფიქრით ჭარბობს არა სასწაულებრივი საწყისი, არამედ გიგანტური და შემოქმედებითი ენერგია. ადამის სახეში მიქელანჯელო უმღერის ადამიანის სხეულის ძალასა და სილამაზეს.


ფაქტობრივად ჩვენს წინაშეა არა ადამიანის შექმნა, არამედ ის მომენტი როდესაც ის იღებს სულს–მძაფრად ძიების ღვთიური შეცნობის წყურვილისა.

0
550
3-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
550
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0