x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"ლეგენდარული მერლინ მონრო". (Marilyn Monroe)

image


მერლინს 1 ივნისს 85 წელი შეუსრულდებოდა. გთავაზობთ მის მოკლე ბიოგრაფიას, ცხოვრების საინტერესო ფაქტებსა და გამონათქვამებს.




მერლინის სრული სახელია "ნორმა ჯინ მორტენსონი". იგი დაიბადა 1926 წლის 1 ივნისს ლოს ანჯელესში. მისი დაბადებისთანავე მამა გადაიხიზნა სან-ფრანცისკოში, ოჯახი მიატოვა, ამიტომ მერლინისათვის სიცოცხლის ბოლო წუთებამდე უცნობი იყო მამის ვინაობა. დედა- გლედისი ბეიკერი კი სულ უფრო გაურკვევლობაში აგდებდა პატარა გოგოს თავისი ახალ-ახალი რომანებით.image


სიღარიბე დედა-შვილის მუდმივი თანამგზავრი იყო. გლედისი ერთ-ერთ სტუდიაში მონტაჟს აკეთებდა, კინოფირს აწებებდა. სულ მუშაობდა, ამიტომ მერლინი უმეტეს დროს მეზობლებში ატარებდა. როდესაც გოგონა 7 წლის იყო, დედამისი ღრმა დეპრესიაში მყოფი მუქარის მიზნით დანით მივარდა მეგობარს, რის გამოც იგი სულიერად სნეულთა საავადმყოფოში მოათავსეს, სწორედ იქ, სადაც მერლინის ბებია გარადაიცვალა. მეზობლების ანაბარა 9 წლის გოგონა ბავშვთა სახლს მიაბარეს, სადაც 2 წელი დაჰყო, შემდეგ კი ოჯახიდან-ოჯახში გადადიოდა აღსაზრდელად. image



16 წლის ასაკში მერლინი ცოლად გაჰყვა თვითმფრინავის ქარხნის მუშას ჯეიმს დოგერტის. მათ ქორწინებამ 4 წელს გასტანა.



ყავისფერი თმა ქერად გადაიღება და ცხრა სხვადასხვა ტონალობის შემდეგ მიაღწია სასურველ შედეგს.


გამონაყრის შიშით კი სახეს დღეში თხუთმეტჯერ იბანდა.



image
მერლინმა მალე დაიწყო მოდელობა და წარმოადგენდა საცურაო კოსტიუმებს. სამოდელო კარიერის დასაწყისში იღებდა მხოლოდ 5$-ს. მაგრამ მალევე მოექცა ხალხის თვალში და რამოდენიმე მაღალანაზღაურებადი კონტრაქტიც კი გააფორმა.



1947 წელი მისთვის წარმატებული აღმოჩნდა, ვინაიდან ფილმებშიც დაიწყო მონაწილეობის მიღება, თუმცა არც სამოდელო კარიერა მიუტოვებია.image

იგი ჟურან "Play Boy"-ს პირველი სახე იყო. მხოლოდ 30 ფილმში მოასწრო მონაწილეობის მიღება, ვინაიდან 1962 წლის 5 აგვისტოს ლოს-ანჯელესში, საკუთარ ბინაში, ტელეფონის ყურმილით ხელში, გაურკვეველ ვითარებაში იპოვეს მკვდარი.image

მაშასადამე, მერლინი დაიღუპა სულ რაღაც 36 წლის ასაკში, მაგრამ მისი ლეგენდარული სახელი ისტორიას არ ჩაბარებია. მის შესახებ 600-მდე წიგნიც კი დაიწერა.



მერლინს საკუთარი რამოდენიმე გამონათქვამიც კი ჰქონდა. ესენია:image


"ძაღლები არასოდეს მკბენდნენ, მხოლოდ ადამიანები".

"ჰოლივუდი ის ადგილია, სადაც კოცნისთვის ათას დოლარს გიხდიან, ხოლო სულისთვის ორმოცდაათ ცენტს".

"თუ მე ვთამაშობ სულელი გოგონას როლს და კითხვებსაც სულელურს ვსვავ, ეს გამართლებულია; აბა რა უნდა ვაკეთო, ინტელიგენტივით მოვიქცე?!"



image


მისი გარდაცვალების 4 ვერსიაა ცნობილი:



1. "კენედების შეკვეთილი მკვლელობა".

1954 წელს მერლინს ტყავისყდიანი ბლოკნოტი ჰქონდა, სადაც ჯონ კენედის საუბრებიდან ნაწყვეტებს იწერდა, (რადგან გონება მახვილობით არ გამოირჩეოდა, იყო გულმავიწყი). ჯონი მასთან საუბრებში პოლიტიკის საკითხებს განიხილავდა და რაღა თქმა უნდა ეს საუბრები საზოგადოებისთვის განკუთვნილი არ იყო.image1960 წელს მერლინს სერიოზული პრობლემები ჰქონდა ალკოჰოლთან. სიმთვრალეში ზოგჯერ ჯონთან წამოსცდებოდა ხოლმე ინტრიგა, მას შემდეგ რაც მიხვდა, რომ ჯონი მისი ცოლად მოყვანას არ აპირებდა.

ჯონის გასამწარებლად კი საქმე მის ძმასთან რობერტთან დაიჭირა, რომელიც იმ დროს იუსტიციის მინისტრი იყო. მერლინი გამუდმებით ურეკავდა რობერტს, რაც მინისტრის სასახელოდ არ მეტყველებდა ეს. ალკოჰოლის, ნარკოტიკებისა და დეპრესიის ხელში მერლინი კენედებისთვის საფრთხის ობიექტს წარმოადგენდა. (მერლინის სიკვდილის შემდეგ მისი სახლი გადაქექეს, მაგრამ ის ტყავისყდიანი ბლოკნოტი, რომლის შესახებაც მისი მეგობრისგან გაიგეს, ვერსად იპოვეს. ტელეფონის ყურმილიც გადადებული იყო და თუ ვის ურეკავდა სიკვდილის წინ, ესეც საიდუმლოა, რადგან სატელეფონო სადგურზე ჩანაწერი ამ საუბრის შესახებ გაქრა).


2. "მაფიის მოწყობილი სიკვდილი".

imageმერლინს რომანი, როგორც უკვე ავღნიშნე რობერტ კენედისთანაც ჰქონდა. იუსტიციის მინისტრს რობერტს კი გაჩაღებული ჰქონდა ომი ცნობილ მაფიის მეთაურ სემ ჯანკანასთან. მერლინი ისეთ წრეში ტრიალებდა, რომ კენედის შანტაჟისთვის იდეალურ ვარიანტად გამოდგებოდა. იცოდნენ თუ არა ჯანკანებმა მერლინის დღიურის შესახებ, არაა ცნობილი.



3. "უბედური შემთხვევა-ნარკოტიკების ჭარბი დოზა".


imageნარკოტიკების მიღება მერლინმა 1953 წელს დაიწყო. ნერვული შეტევები თანდათან მატულობდა. როდესაც მუცელი მოეშალა და დეპრესიაში ჩავარდა, კიდევ უფრო მიეძალა ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, კომაშიც კი ყოფილა ამის გამო და ამიტომ ეს ვერსია არ არის დაუჯერებელი.



4. "თვითმკვლელობა".

მერლინი თაყვანისმცემლებისა და კარიერის მიუხედავად დეპრესიული იყო. მისი შიში დედასავით არ გავგიჟდეო, ამაო არ ყოფილა. (გენებმა თავისი გაიტანა) თავის მოკვლა ცხოვრებაში 2 ჯერ სცადა, ერთხელ გაზი ჩართო, მეორედ კი აბები მიიღო. ასეთი ფსიქიკის ფონზე კი არც თვითმკვლელობაა არარეალური.


"ამერიკის სექს-სიმბოლო, უამრავი მამაკაცის საოცნებო ზმანება, მილიონობით ქალის შურის ობიექტი, მაგრამ ტრაგიკული ფიგურა"...



იხილეთ დამატებით ფოტოები მისი დატანჯული ცხოვრების ლამაზი წუთებიდან:

image



imageimageimageimageimageimageimageimageimage

9
746
15-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
746
  
2019, 27 ნოემბერი, 21:28
მაიკლ ჯექსონი, უითნი ჰიუსტონი და კიდევ ძალიან ბევრი ცნობილი გენიოსი დაიღუპა ალკოჰოლით და ნარკოტიკებით, ვიზუალურად არც მათ ეტყობოდათ, მაგრამ მოიხმარდნენ...
2019, 27 ნოემბერი, 21:14
ეს ადამიანი არასდროს არ დაბერდება/ იგი უკვდავია რადგან ანგელოზი იყო და ვერ შეიცნეს. ხოლო ნარკოტიკებს და ალკოჰოლს საერთოდ არ ეკარებოდა .... შურით უგონებდნენ...ნარკომანები ასე არ გამოიყურებიან და არ ანათებენ .... ლალი
2013, 24 სექტემბერი, 15:02
გაიხარე ჩემო კარგო :*:*
2013, 24 სექტემბერი, 14:50
როგორ შემეცოდა რა საშინელი ცხოვრება ჰქონია :(( პირადი გამონათქვამები ძალიან მომეწონა და სტატიის ავტორს რესპექტი :) ძალიან მაგარია მართლა
2013, 23 სექტემბერი, 19:49
ნამდვილად.
2013, 23 სექტემბერი, 18:26
მერლინი სილამაზის ეტალონია.
2013, 10 აგვისტო, 16:40
მე პირადად ძალიან მომეწონა მეგობარო:}}}
2013, 10 აგვისტო, 15:53
დიდი მადლობა.
2013, 10 აგვისტო, 15:38
ხარისხიანი , საინტერესო და ინფორმატიული სტატიაა
0 1 9