x
ბარაქ ობამა ვლადიმერ პუტინთან დაგეგმილ ოფიციალურ შეხვედრას აუქმებს

imageაშშ-ს პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტთან ვლადიმერ
პუტინთან დაგეგმილი ოფიციალური შეხვედრა გააუქმა. აშშ-ს პრეზიდენტის ამგვარი
გადაწყვეტილების მიზეზი უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომლისთვის, ედვარდ სნოუდენისთვის თავშესაფარის მიცემას.
როგორც ცნობილი გახდა, 2013 წლის 1 აგვისტოს რუსეთის ხელისუფლებამ ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ყოფილ თანამშრომელს, 30 წლის ედვარდ სნოუდენს, რომელმაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს საიდუმლო პროგრამა გაამჟღავნა, რუსეთის ფედერაციის მიერ დროებითი თავშესაფარი ერთი წლის განმავლობაში მიანიჭა.
თვდაპირველად, ომაბამს ადმინისტრაციის მხირდან ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ბარაქ ობამა რუსეთში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ სამიტსაც არ დაესწრებოდა, თუმცა მოგვიანებით,
ცნობილი გახდა, რომ ობამა სანქტ-პეტერბურგში, სექტემბერში გასამართ "დიდი ოცეულის" ეკონომიკურ სამიტს მაინც დაესწრება. თავად პრეზიდენტმა განაცხადა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ იმედგაცრუებულია რუსეთის მიერ ედვარდ
სნოუდენისთვის თავშესაფრის მინიჭებით, იგი "დიდი ოცეულის"
სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილ სამიტს დაესწრება. მაგრამ, ჯერჯერობით, დაზუსტებული არ არის, აღნიშნული სამიტის ფარგლებში, მოხდება თუ არა რუსეთის ფედერაციისა და აშშ-ს პირველი პირების შეხვედრა.

0
16
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ გიგაური თეონა გასვიანი
მარიამ გიგაური თეონა გასვიანი
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0