x
აშშ-ის სენატორები აყენებენ წინადადებას საქართველოს ნატოში მიღებასთან დაკავშირებით

აშშ-ის სენატორები აყენებენ წინადადებას საქართველოს
ნატოში მიღებასთან დაკავშირებით

imageაშშ-ის სენატორებმა, ჯონ მაკეინმა და ლინდსი გრაჰამმა მხარი დაუჭირეს ე.წ. მაგნიტსკის სიის გაფართოებას, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის ელემენტების განთავსების იდეას ევროპაში, ასევე ნატოს გაფართოების ახალი რაუნდის დაწყებას.
ქართული მედია გამოშვებების მიხედვით, სენატორებმა წამოაყენეს საერთო წინადადება, რომელიც მიზნად ისახავს „უფრო რეალისტური მიდგომის განვითარებას რუსეთთან ურთიერთობებში.“


სენატორებმა მხარი დაუჭირეს ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას მოსკოვში ვიზიტის გაუქმებასთან დაკავშირებით. ამავე დროს, სენატორების მიხედვით, აშშ-ის მთავრობამ უარი უნდა თქვას მხოლოდ სიმბოლურ ჟესტებზე და გადადგას ნაბიჯები რუსეთთან უფრო რეალისტური ურთიერთობების განვითარებისაკენ.


სენატორების აზრით, ვაშინგტონმა მნიშვნელოვნად უნდა გააფართოვოს მაგნიტსკის სია, იმოქმედოს ევროპაში
რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის ელემენტების განთავსებისა და ნატოს გაფართოების ახალი რაუნდის სწრაფად დაწყებისათვის, მათ შორის საქართველოს ალიანსში მიღებასთან დაკავშირებით.

0
22
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გიგაური თეონა გასვიანი
მარიამ გიგაური თეონა გასვიანი
22
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0