x
საქართველოში მასშტაბური საველე წვრთნები მიმდინარეობს

imageსაქართველოში, კერძოდ
ვაზიანის სამხედრო პოლიგონსა და ორფოლოს პოლიგონზე სამხედრო სწავლებები მიმდინარეობს.
ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე ეროვნული თავდაცვის აკადემიის მანევრის საკარიერო კურსის მასშტაბური საველე სწავლება გაიმართა. წვრთნების დასახელება შემდგომში მგდომარეობს: „მექანიზირებული ასეულის მოქმედება დასახლებულ პუნქტში“. სწავლებაში მონაწილეობას იღებენ მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსის მსმენელები, მეოთხე ქვეითი ბრიგადის ერთი მექანიზირებული ასეული და მეოთხე ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული სატანკო ოცეული. მანევრის კაპიტნის საკარიერიო კურსის მიზანია ქვეითი და ჯავშნსატანკო ბატალიონის, ბრიგადის შტაბის ოფიცრებისა და ასმეთაურების მომზადება. ამ კურსის გავლის შემდეგ სამხედრო მოსამსახურეს შესაძლებლობა ეძლევა დაიკავოს შესაბამისი თანამდებობა დანაყოფში. სწავლების დასრულების შემდეგ მოხდება მსმენელების ინდივიდუალური შეფასება. მანევრის კაპიტნის საკარიერო კურსი 8 ნოემბერს დასრულდება.
image
რაც შეეხება ორფელოს პოლიგონზე მიმდინარე
წვრთნებს, აქ დასავლეთ ოპერატიული დაჯგუფების საარტილერიო სწავლება მიმდინარეობს. წვრთნების მიზანია ბატალიონის დონეზე ქვედანაყოფების საბრძოლო მომზადების შემოწმება. სწავლება სამ ეტაპადაა დაგეგმილი. საარტილერიო მომზადება 31 აგვისტოს დასრულდება.

0
83
შეფასება არ არის
ავტორი:მარიამ გიგაური თეონა გასვიანი
მარიამ გიგაური თეონა გასვიანი
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0