ქალი ზაფხული 2012 - ყველაზე მოდური ჯინსები 2012, 29 აპრილი, 20:22 დამეთანხმებით, ალბათ ჯინსებისთვის მოდა არ არსებობს, იგი ყოველთვის მოდაშია. კარგი ჯინსი კი, ეს ის სამოსია, რომელიც რამოდენიმე სხვადასხვა სტილის, ფერის და ფაქტურის უნდა გააჩნდეს გარდერობში ნებისმიერ მოდურ ქალბატონს. მინდა გითხრათ, რომ მსოფლიოს წამყვანი დიზაინერები წლევანდელ სეზონს ჯინსების მოყვარულთათვის განსაკუთრებით მრავალფეროვანს და გლამურულს გვთავაზობენ. მოდშია როგორც ფართო, ფართხუნა სტილის ასევე ვიწრო ე.წ „Skinny Jeans“-ის ტიპის მოდელები, რომელთა ფერიც ბაცი მონაცრისფროდან მუქ-ლუჯში მერყეობს. თუმცა წლევანდელი წლის ყველაზე აქტუალური ფასონი ეს სწორი, კლასიკური, შეიძლება ითქვას მამაკაცური მოდელის „ბოიფრენდ“ ჯინსებია. რაც შეეხება ფერს ამ მხრივ ერთერთ ყველაზე მოდურ ფერად ე.წ „თეთრი ჯინსებია“ მიჩნეული, გახეხილი ან ოდნავ შეფერადებული ფაქტურით. ამას გარდა ზაფხულის ძალზე მოთხოვნადი ტრენდია, ფერადი ჯინსი, ამიტომ გაითვალისწინეთ, რაც უფრო მკვეთრ ფერს შეარჩევთ თქვენი ჯინსის შარვლისთვის, მით უფრო მოდური იქნება თქვენი საზაფხულო იმიჯი წლევანდელ წელს. 1858 1-ს მოსწონს
|