მაკიაჟი და ვარცხნილობა როგორ გამოიყურებიან ცნობილი ვარსკვლავები შეცვლილი ვარცხნილობებით 2013, 9 აგვისტო, 14:01 ამერიკელი მომღერლის ბიონსეს თმების შეჭრამ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია თაყვანისმცემლებში.ცხარე დებატები და განხილვა მიმდინარეობს უცხოური პრესის ფურცლებზე - ზოგი ამბობს, რომ ბიონსეს გრძელი და დახვეული თმა უფრო მომხიბვლელს და სცენურს ხდიდა, ზოგის მოსაზრება კი საპირისპიროა.ფაქტი კი მხოლოდ ერთია - მან მიიღო გადაწყვეტილება, ახალი იმიჯი შეექმნა და ასეც მოხდა.
სტატიაში მინდა წარმოგიდგინოთ მსოფლიო ვარსკვლავების ფოტოები გრძელი და მოკლე თმებით, შეფასებები კი მკითხველისთვის მიმინდვია.
![]() ![]() 41 წლის დანი მინოგუეს ძალიან სქელი თმა აქვს და ფერიც გადაწყვეტილი აქვს შემოდგომის ფერებში. ![]() ![]() 23 წლის ემა ვატსონი, რომელმაც ვარცხნილობა ჰარი პოტერში როლის შესრულებისთვის შეიცვალა, რათა უფრო ზრდასრულის შეხედულება ჰქონოდა. ![]() ![]() 68 წლის ელენ მილერი, რომელსაც ძალზედ თხელი თმა აქვს.სტილისტები ურჩევდნენ ელენს, რომ მოკლე ვარცხნილობა მოუხდებოდა, რადგან მის თმებს ახალგაზრდული ელფერი უკვე დაკარგული ჰქონდა. ![]() ![]() 39 წლის ქეით მოსი უფრო მიმზიდველია მოკლე ვარცხნილობაში და ხშირად აღარც კი დადის სალონებში.4 -6 კვირაში ერთხელ სტუმრობს სილამაზის სალონს, რათა შეინარჩუნოს თმამ ფორმა და ელფერი. ![]() ![]() ნატალი პორტმანი 32 წლის მსახიობი მოკლე თმებში უფრო მომხიბვლელია, ვიდრე გრძელ თმაში, რომელიც ასაკს მატებს. ![]() ![]() 38 წლის შარლზ ტერონი, რომელიც ამტკიცებს, რომ მოკლე ვარცხნილობაში უფრო მიმზიდველია და მართლაც სენსაციურად გამოიყურება. ![]() ![]() 55 წლის შერონ სტოუნი, უნაკლო და მომხიბლავი ჰოლივუდის მსახიობი. მისი თქმით, მოკლე თმა მხოლოდ ქალებს მოსწონთ და ეს არ არის მისაღები მამაკაცებისთვის. ![]() ![]() 39 წლის ვიქტორია ბექჰემი, რომელმაც ჯერ კიდევ 5 წლის წინ მიიღო გადაწყვეტილება ახალი იმიჯი ვარცხნილობით შეეცვალა. ![]() ![]() 30 წლის ენ ჰეტევაი, რომელსაც ვარცხნილობის ახალ სტილში უფრო თინეიჯერის შეხედულება აქვს. ახალი ვარცხნილობა კარგად მეტყველებს მის თვალებზე. ![]() ![]() 25 წლის ბარბადოსელ მომღერალს რიანას კი მართლაც ყველანაირი ვარცხნილობა უხდება. ![]() ![]() 179 11-ს მოსწონს 1-ს არა
|