ქალი და მამაკაცი "ცალმხრივ სიყვარულთან ბრძოლის მეთოდი". 2013, 9 აგვისტო, 11:52 ![]() ცალმხრივი სიყვარულის ფსიქოლოგიურ ასპექტზე მინდა ფსიქოლოგის რჩევები გაგიზიაროთ, რაც ვიმედოვნებ, რომ ბევრ თქვენგანს გაუწევს დახმარებას. ![]() "ცალმხრივი სიყვარული ერთ-ერთი ის ფაქტია ადამიანის ისტორიაში, როდესაც ცხოვრება მას გამოცდას უწყობს. ეს კი დაკავშირებულია სტრესთან, ძლიერ ემოციებთან, განცდებთან და გუნება-განწყობილების დაცემასთან, რაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში გადაიზარდოს. რთულია ამ დროს ადამიანის გამხნევება და დაიმედება, რომ "ყველაფერი კარგათ იქნება", ეს ხომ ყველაზე არაფრის მიმცემი შინაარსის მქონე ფრაზაა. მაგრამ იმის შანსი, რომ ცალმხრივი სიყვარული ორმხრივად გადაიზარდოს ისეთივეა, როგორც მისი ცალმხრივად დატოვების. ![]() ![]() გარკვეულ ოდენობაში სტრესი ცუდი არაა, რადგან ეს აკაჟებს ადამიანს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს, მაგარამ გახანგრძლივებული უკვე მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება. ![]() ![]() ყველაზე კარგი საშუალება და ადვილი გამოსავალი კი ისაა, რასაც ფსიქოლოგები ჩანაცვლებით თერაპიას ეძახიან: იმ ადამიანის პოვნა, ვისთანაც თავს კარგად იგრძნობთ, ვისგანაც მიიღებთ უდიდეს სითბოს, რაც აქამდე გაკლდათ, მხარდაჭერას, რომლის იმედიც თითქოს არასდროს გქონიათ; და ბოლოს, ეს ყოველივე კი მოგგვრით უდიდეს შვებას, ამაზე კარგი გამოსავალი ცალმხრივი სიყვარულის დასაძლევად არ არსებობს. შეეცადეთ მართოთ საკუთარი თავი და გრძნობები, შეიყვარეთ ის, ვისაც უყვარხართ, სჭირდებით და გაგაბედნიერებთ". გისურვებთ ნამდვილ მიჯნურ, მარადიულ სიყვარულს. 477 17-ს მოსწონს
|