x
image
მეამეა
Mediator image
Mediator image
"ცალმხრივ სიყვარულთან ბრძოლის მეთოდი".

imageთითქმის ყველა ჩვენგანს აქვს გამოცდილი ცალმხრივი სიყვარულით გამოწვეული სულის ტკივილი და ამ გრძნობით დღესაც ალბათ ბევრი იტანჯება. როგორ გავუმკლავდეთ? პირველი რაც არასდროს არ უნდა დაივიწყოთ, ეს საკუთარი თავის, საკუთარი"მე"-ს პატივისცემა და სიყვარულია.




ცალმხრივი სიყვარულის ფსიქოლოგიურ ასპექტზე მინდა ფსიქოლოგის რჩევები გაგიზიაროთ, რაც ვიმედოვნებ, რომ ბევრ თქვენგანს გაუწევს დახმარებას.


image
"ცალმხრივი სიყვარული ერთ-ერთი ის ფაქტია ადამიანის ისტორიაში, როდესაც ცხოვრება მას გამოცდას უწყობს. ეს კი დაკავშირებულია სტრესთან, ძლიერ ემოციებთან, განცდებთან და გუნება-განწყობილების დაცემასთან, რაც შეიძლება ღრმა დეპრესიაში გადაიზარდოს.

რთულია ამ დროს ადამიანის გამხნევება და დაიმედება, რომ "ყველაფერი კარგათ იქნება", ეს ხომ ყველაზე არაფრის მიმცემი შინაარსის მქონე ფრაზაა. მაგრამ იმის შანსი, რომ ცალმხრივი სიყვარული ორმხრივად გადაიზარდოს ისეთივეა, როგორც მისი ცალმხრივად დატოვების.image თუმცა ცალმხრივად შეყვარებულის დაიმედება არ მინდა, რადგან მონეტის მეორე მხარეს უსიყვარულობაა დარჩენილი. ამიტომ, თუ კი ადამიანი ფიქრობს, რომ თავის შეყვარებისათვის არ გააჩნია საკმარისი გამართლება, პოტენციალი, რესურსები, სილამაზე, ინტელექტი და ა.შ, ანუ არ აქვს საკმარისი თვითრწმენა და დარწმუნებულია, რომ ეს სიყვარული განწირულია, მაშინ სჯობს დროზევე მოხდეს ტანჯვის შეწყვეტა.


image


გარკვეულ ოდენობაში სტრესი ცუდი არაა, რადგან ეს აკაჟებს ადამიანს და ცხოვრებისეულ გამოცდილებას სძენს, მაგარამ გახანგრძლივებული უკვე მის ჯანმრთელობაზე ნეგატიურად აისახება.



imageალბათ ზოგიერთს ჩაეცინება და მესმის რატომაც, არაა ადვილი გრძნობების კონტროლი და ერთი გადაწყვეტილების საფუძველზე ადამიანის გადაყვარება. მაგრამ შესაძლებელია ზომების მიღება, რომ ტანჯვა გამარტივებულ იქნას.

მაშასადამე, იქონიეთ ადამიანებთან ხშირი კონტაქტი, მეტი დრო გაატარეთ მეგობრებთან, ხშირად ესტუმრეთ ნათესავებს, დაკავდით თქვენთვის საყვარელი საქმის კეთებით, დაისახეთ ახალი მიზნები და მოახდინეთ მისკენ სრული კონცენტრირება. რაც უფრო ნაკლებს იფიქრებთ თქვენს გასაჭირზე, მით ნაკლებათ შეგეცოდებათ თავი და გუნება-განწყობაც ნაკლებად დაქვეითდება.

image



ყველაზე კარგი საშუალება და ადვილი გამოსავალი კი ისაა, რასაც ფსიქოლოგები ჩანაცვლებით თერაპიას ეძახიან: იმ ადამიანის პოვნა, ვისთანაც თავს კარგად იგრძნობთ, ვისგანაც მიიღებთ უდიდეს სითბოს, რაც აქამდე გაკლდათ, მხარდაჭერას, რომლის იმედიც თითქოს არასდროს გქონიათ; და ბოლოს, ეს ყოველივე კი მოგგვრით უდიდეს შვებას, ამაზე კარგი გამოსავალი ცალმხრივი სიყვარულის დასაძლევად არ არსებობს.

შეეცადეთ მართოთ საკუთარი თავი და გრძნობები, შეიყვარეთ ის, ვისაც უყვარხართ, სჭირდებით და გაგაბედნიერებთ".


გისურვებთ ნამდვილ მიჯნურ, მარადიულ სიყვარულს.

11
468
17-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
468
  
2013, 12 აგვისტო, 9:59
კარგია საინტერესო და დამაფიქრებელიც...
2013, 9 აგვისტო, 23:17
ღმერთმა არც გამოგაცდევინოს ;) საშინელებაა...
2013, 9 აგვისტო, 21:53
საბედნიეროდ არ ვიტანჯები ამით (ჯერჯერობით) :D
2013, 9 აგვისტო, 12:25
მადლობა საყვარელო შენც იგივეს გისურვებ და ყველა კარგ ადამიანს:
2013, 9 აგვისტო, 12:21
სულ ასე გამართლებულს გევლოს ყველაფერში ჩემო კარგო.
2013, 9 აგვისტო, 12:12
საბედნიეროდ არასდროს მქონია მსგავსი მოვლენა ცხოვრებაში, ალბათ საკმაოდ მტკივნეული იქნება.... კარგი სტატიაა :*
2013, 9 აგვისტო, 12:08
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ლიცი.
2013, 9 აგვისტო, 12:03
მომწონს თქვენი წერის მანერა, ხელწერა, რაც გინდათ ის დაარქვით
2013, 9 აგვისტო, 11:58
ჩვენთვის კი და ვინც იტანჯება, ალბათ ასე არ იტყოდა.
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10