x
მეტი
  • 20.07.2024
  • სტატია:136067
  • ვიდეო:351963
  • სურათი:510322
რას გირჩევთ ნინო გაჩეჩილაძე?
imageამას წინებზე ვნახე სტატია ერთ-ერთ გაზეთში.ამ გაზეთში იყო ნინო გაჩეჩილაძის რჩევები ქართველი ქალებისათვის და მამაკაცებისათვის.ძალიან საინტერესო მომეჩვენა ეს სტატია და გადავწყვიტე ნინოს რჩევები თქვენთვისაც გამეზიარებინა.ნინო ცნობილი გახდა სერიალ "ჩემი ცოლის დაქალებიდან", ბევრმა შეამჩნია მისი ჩაცმის სტილი.

-ნინო, შენი აზრით როგორ უნდა გამოიყურებოდეს ქართველი ქალი, როდესაც ის წვეულებაზე მიდის?

ასეთ შემთხვევაში მე პირადად ვარჩევ ჩავიცვა წელში გამოყვანილი კაბები, თუმცა ასეთი კაბის ჩასაცმელად იდიალური ზომებია საჭირო... თუ ქალს უნდა რომ წვეულებაზე ვინმე მოხიბლოს არ არის აუცილებელი წელში გამოყვანილი და ზურგზე ამოჭრილი კაბის ჩაცმა.მთავარია შინაგანი სილამაზითა და შარმით მოხიბლო მამაკაცი!!!image

-შენი აზრით, როგორ შეიძლება ქალმა ჩაიცვას ყოველდღიურად?


მე მირჩევნია ჩავიცვა მოტკეცილი ჯინსი და ზევით რამე ლამაზი მაისური, რადგან ასე უფრო მოსახერხებელია, მაგრამ ხანდახან კაბის ჩაცმაც აუცილებელია.

image

- რას ურჩევ ქართველ ქალბატონებს?

ვურჩევ შეიტანონ უფრო ბევრი ფერი თავიანთ გარდერობში.ქართველი ქალები ძირითადად შავს ანიჭებენ უპირატესობას, ალბათ ეს იმის ბრალიცაა რომ მოდა საქართველოში უფრო გვიან შემოდის ვიდრე სხვაგან.ქალებსაც და მამაკაცებსაც ვურჩევ არ შეეშინდეთ ექსპერიმენტების!!!image


-შენ ძალიან კარგი წონაც გაქვს იქნებ ორი სიტყვა ამის შესახებაც გვითხრა.

მე ბევრჯერ დამიცავს დიეტა, მაგრამ უშედეგოდ. დიეტას მას შემდეგ დავანებე თავი რაც უგულავას დიეტის გამო რეამინაციაში მოვხვდი. მას შემდეგ დიეტა აღარ დამიცავს. გასახდომად საჭიროა ვარჯიში, ცურვა. სამ თვეში ერთხელ მაინც სალონში მისვლა.დაწოლის წინ სპეციალური საპნის წასმა და დამატენიანებელი კრემი.image

0
292
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:სალომე თანანაშვილი
სალომე თანანაშვილი
292
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0