მუსიკა სკანდალი გრძელდება-კაზაკებმა Bloodhound Gang-ის მუსიკოსები სცემეს 2013, 7 აგვისტო, 14:03 როგორც ცნობილია, 30 ივნისს ამერიკულმა პანკ-ჯგუფის ბასისტმა ჯარედ ჰასელჰოფმა კიევში კონცერტის დროს ქვეყნის დროშაზე მოშარდა, რაც დიდი სკანდალის მიზეზი გახდა, რამდენიმე დღის შემდეგ კი ოდესაში კონცერტის დროს იგივე ჩაიდინა, ამჯერად რუსეთის დროშაზე, თან დააყოლა "პუტინს არ უთხრათ!".ორივე ქვეყანაში აღიძრა სისიხლის სამართლის საქმე სახელმწიფო სიმბოლოს შეურაცხყოფის გამო, რაც ერთი წლიან პატიმრობას ითვალისწინებს, მოგვიანებით მუსიკოსმა ბოდიში მოიხადა მხოლოდ ოდესის ინციდენტზე, თუმცა კიევის ინციდენტი არ უხსენებია.2 აგვისტოს ჯგუფი უნდა გამოსულიყო რუსეთში KUBANA როკ-ფესტივალზე, მაგრამ მოხსნილი იქნა, ამასთანავე რადიო "მაქსიმუმმა" და "ევროპა პლიუსმა" საჯაროდ ღია ეთერში უარი თქვეს ეთერში მათი სიმღერების გაშვებაზე, ამასთანავე რამდენიმე ინტერნეტ საიტმა გადაწყვიტა ქსელიდან ამოაგდოს ამ ჯგუფის სიმღერები(Яндекс.Музыка და "ВКонтакте")მაგრამ სკანდალი ამით არ დამთავრებულა, კაზაკებმა Bloodhound Gang-ის მუსიკოსები სცემეს და საჯაროდ ამერიკის დროშას ფეხებით შედგნენ. 24 2-ს მოსწონს
|