ტენდენციები სეზონის ყვეაზე აქტუალური სამკაულები-რა უნდა ვატაროთ ამ ზაფხულს 2012, 29 აპრილი, 19:00 წლევანდელი ზაფხულის ყველაზე ტრენდული სამკაულების დიზაინი, არც და არამც არ ეფუძნება სისადავეს და უბრალეობას. პირიქით, გიხაროდეთ მასიური და ფერად-ფერადი „ჯინჯილების“ მოყვარულებო, ეს ზაფხული თქვენია! ყველაზე დიდი აქცენტი ამ მხრივ, მოდის კანონმდებლებს სამაჯურებზე აქვთ გაკეთებული. ატარეთ რაც შეიძლება მასიური, კაშკაშა ფერის და ბევრი სამაჯური, შეარჩიეთ ყველაზე თამამი დიზაინი მათთვის, შეუხამეთ ერთმანეთს ისინი და მაქსიმალურად დატვირთეთ ამ აქსესუარით თქვენი ჩაცმულობა.ამას გარდა, წლევანდელი წლის კიდევ ერთი, ძალზე მოთხოვნადი და ტრენდული აქსესუარია ყელსამაბები, ბისერები, მასიური კულონები ან ნაირნაირი ყელსაბამების სინთეზი ერთად. მაქსიმალიზმი რომელიც წლევანდელ ზაფხულს ძალზე მოდური ტენდენციაა სამკაულებისა და აქსესუარების თვალსაზრისით, საყურეებსაც შეეხო, მოდაშია მასიური და მაქსიმალურად მკვეთრი დიზაინის საყურეები, ასევე საყურეები სხვადასხვა ორიგინალური დიზაინით -მაგ. პეპლები, სპილოები და ა.შ აი რაც შეეხება ბეჭდებს, ამ მხრივაც მრავალფერონვენაბას გვირჩევენ დიზაინერები. ამასთან ერთად სასურველია ბეჭედიც ორიგინალური დიზაინით გაფორმებული და მასიური ვატაროთ. 1802 3-ს მოსწონს
|