ფეხბურთი რაული ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდეს 2012, 21 მარტი, 15:23 გერმანიის ნაკრების ექს-ნახევარმცველ გიუნტერ ნეტცერს მიანჩია, რომ თუ რაულს “შალკესთან” კონტრაქტის გაგრძელება სურს გარკვეულ ფინანსურ დათმობებზე უნდა წავიდეს. ამჟამად რაული “შალკეში” 7 მილიონ ევროს იღებს, თუმცა აქედან 2 მილიონს მადრიდის “რეალი” იხდის. მომქმედი კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ “რეალი” რაულს აღარაფერს გადაუხდის და თუ ფეხბურთელს “შალკეში” დარჩენა სურს ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდეს. “ჩემი აზრით რაული იდეალურ ფორმაშია, თანაც გერმანიაში უფრო მშვიდად შეუძლია ცხოვრება. მიმაჩნია, რომ “შალკემ” რაულთან კონტრაქტი აუცილებლად უნდა გააგრძელოს, თუმცა თავად ფეხბურთელი ხელფასის შემცირებას უნდა დათანხმდეს”, - აცხადებს ნეტცერი. 21 1-ს მოსწონს
|