შოუბიზნესი ავრილ ლავინი ახალ კლიპზე მუშაობს 2013, 6 აგვისტო, 1:58
ეს წელი განსაკუთრებული არის ავრილ ლავინის ფანებისათვის, რადგან მრავალი სიახლეა, როგორც ავრილის კარიერულ მოღვაწეობაში, ასევე პირად ცხოვრებაშიც. როგორც მოგეხსენებათ ავრილი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა ჩად კროგერზე.
რაც შეეხება მის მომღერლის კარიერას ავრილი ახალ ალბომზე მუშაობას აგრძელებს, ალბათ იცით მან 1ლი სინგლი უკვე გამოუშვა აპრილში სახელწოდებით "Here's To Never Growing Up", მას Youtube-ში 32 მილიონზე მეტი ნახვა აქვს . სიმღერის სახელწოდება ნამდვილად შეეფერება ავრილს, რადგან ის 28 წლის ასაკშიც მშვენივრად გამოიყურება . რაც შეეხება მის მომდევნო სინგლს, რომლის სახელწოდებაა Rock'N Roll, მისი აუდიო ვერსია უკვე გამოვიდა . ავრილმა თვითერის საშუალებით ფანებს მიცა საშუალება მათ გაეხსნათ სიმღერა, ფანების აქტიურობის წყალობით #UnlockRockNRoll თვითერის ტრენდებშიც მოხვდა. ავრილი სიმღერის კლიპზეც მუშაობს და გთავაზობთ ფოტოებს Rock'N Roll-ის გადაღებებიდან : ვფიქრობ კარგი სიმღერაა და მოუთმენლად ველი კლიპს, რომელიც სავარაუდოდ 2 კვირაში გამოვა. 19 2-ს მოსწონს
|