x
image
Anni
2012 წელს დანიშნული სელებრითები

რამდენიმე დღე დარჩა და 2012 წელი მიიწურება.2012 ზოგისთვის წარმატების მომტანი, სიყვარულის წელი იყო, ზოგისთვის წარუმატებელი.

თუ გადავხედავთ სელებრითების ცხოვრებას 2012-ში ბევრი საინტერესო მოხდა მათ სასიყვარულო ცხოვრებაში, ამ სტატიაში წარმოგიდგენთ იმ POP ვარსკვლავებს, რომლებიც წელს დაინიშნენ.

ბევრი POP ვარსკვლავი დაინიშნა 2012 წელს, მათ შორის არიან : Miley Cyrus, Adele, Kelly Clarkson და ა.შ.

image


ზოგიერთი წყვილის ნიშნობა ყველასთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, ყველასთვის ცნობილი იყო, რომ Miley ხვდებოდა Liam Hemsworth-ს და მათი ნიშნობა სულაც არ იყო გასაკვირი, მაგრამ Avril Lavigne-ს და ჯგუფ "Nickelback"-ის სოლისტის Chad Kroeger-ის რომანის შესახებ არავინ იცოდა.ისინი დაინიშნენ აგვისტოში, მათი რომანი კი დაიწყო თებერვალში, როდესაც ავრილი და ჩადი მუშაობდნენ ავრილის ახალ ალბომზე. ავრილმა ინტერვიუში განაცხადა: "ჩადი ყველანაირად ზრუნავს ჩემზე და ის ძალიან ყურადღებიანია".მან ავრილს 14კარატიანი ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა.image

როგორც იცით ავრილს თავისი ტანსაცმლის ხაზი ( "Abbey Dawn" ) აქვს და მან " PEOPLE"- სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სიამოვნებით იმუშავებს მისი საქორწინო კაბის შექმნაზე. ეს ავრილის მეორე ქორწინებაა, პირველად ის დაქორწინებული იყო 19 წლის ასაკში ჯგუფ "Sum 41"-ის წევრზე Deryck Whibley-ზე, ისინი 2010 წელს განქორწინდნენ.

ეს კი Adele და მისი საქმროა Simon Konecki, მისი ბავშვის მამა

image

რაც შეეხება Kelly Clarkson-ს და Brandon Blackstock-ს ისინი დეკემბერში დაინიშნენ. Kelly და Brandon 6 წელი იცნობდნენ ერთმანეთს, თებერვლიდან დაიწყო მათი რომანი, და 15 დეკემბერს ნიშნობით დაგვირგვინდა.

image

Miley და Liam ერთმანეთს 2009 წლიდან ხვდებოდნენ და 2012წლის ივნისში დაინიშნენ. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ფილმ "The Last Song"-ის გადაღებაზე. მაილის ბეჭედი 3.5 კარატიანია და მისი ღირებულება 100 000 $-ია.

image

თუ " Hollywood Life" -ს დავუჯერებთ მაილის და ლიამის ქორწილს 2013 წლის ზაფხულში უნდა ველოდოთ.

7
262
12-ს მოსწონს
ავტორი:Anni
Anni
262
  
2012, 29 დეკემბერი, 21:03
მე ავრილზე
2012, 29 დეკემბერი, 18:31
მაილიზე გამიხარდა მარტო ♥
2012, 28 დეკემბერი, 21:03
:**
2012, 28 დეკემბერი, 19:27
(Y) მაგარიაა
2012, 28 დეკემბერი, 19:16
მადლობა :))
2012, 28 დეკემბერი, 19:13
კარგია მომეწონაა :):):
2012, 28 დეკემბერი, 17:08
))))))))
0 1 7