x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510197
ჭკვიანური რჩევა

ამ საშინელი კრიზისის პერიოდში გადავწყვიტე რომ ირლანდიის მთავრობას ერთი ჭკვიანური რჩევა მივცე. (ვინც არ იცის ვეტყვი რომ 11 წელი აქ ვცხოვრობ)
ბოდიში მოუხადონ ცუკენბერგს და კუნძული 3-4 წლით დაბლოკონ ფეისბუკისაგან. მიუხედავად იმისა რომ ირლანდიელები ქართველებისაგან განსხვავებით 3-4 ჯერ უფრო ნაკლებად ირთობენ თავს ამ სოციალური ნარკოტიკით, რატომღაც დარწმუნებული ვარ რომ ეს პერიოდი სრულიად საკმარისი უნდა გამოდგეს იმისათვის რომ ნახევარზე მეტმა უმუშევრმა თავი დაანებოს კომპიუტერთან დამქანცველ, უაზრო ანანიზმს და ხელი მიჰყონ თვითრეალიზაციის პროცესს რაც ახლო მომავალში ქვეყანასაც სასარგებლოდ წაადგება.
10-15 წლის შემდეგ, ვთქვათ ისეთ პატარა ქვეყანაში როგორიც საქართველოა, შესაძლებელი რომ იყოს იმ სტატისტიკის დადება, ფეისბუკზე დროის კარგვით რამდენმა ადამიანმა ვერ შეძლო უმაღლესისთვის საჭირო ქულების დაგროვება, საქმის ბოლომდე ვერმიყვანა, რამდენი დარჩა სამსახურის გარეშე, რამდენს ჩამოაქვევითებენ ან არ დააწინაურებენ, რამდენი ვერ მოახერხებს მიზნის სისრულეში მიყვანას, რამდენს პატარა პრობლემა დიდ თავსატეხში გადაეზრდება, რამდენი რამდენს ვერაფრით ან არაფრით არ დაეხმარება რის შემდეგაც კარგა ხნის დამყაყებულ ვერაგულ გზას აირჩევს და მთხოვნელზე ათასგვარ ჭორებსა და სიბინძურეებს შეთხზავს იმ იმედით რომ თავი უფრო მშვიდად იგრძნოს. ..რამდენ საინტერესო ნაშრომსა და გამოგონებას დაკარგავს ქვეყანა. რამდენი ოჯახი დაინგრევა და ყოველივე ეს იმის მიზეზად რომ, ყველაზე უნებისყოფო და წინდაუხედავნი დორბლიანნი, გამოშტერებულნი, კმაყოფილებით მომღიმარი სახეებით სიცოცხლის ბოლომდე დიდი აზარტით სხვებისათვის იმის მტკიცებაში იქნებიან თუ რა კარგები, შორსმჭვრეტელნი და სამართლიანები არიან (რაც ყველაზე მაგრად ალ კაპონესა და ჯეკ გამომფატვრელს (პატრაშიტელს) გამოსდიოდა .. რომლის ანგარიშზეც მგონი ასამდე გატყავებული სხეულია).


ფეისბუკის ერთ-ერთი უპირატესობა ისაა რომ ჩვენი კეთილშობილება, ზნეობა, ადამიანურობა და სინდის-ნამუსი ძალიან მარტივად შეგვიძლია თავს მოვახვიოთ ისეთ მეგობრებს, რომლებისთვისაც ხშირ შემთხვევაში ხელიც კი არასდროს ჩამოგვირთმევია.
მიუხედავად ამისა, ეჭვიც კი არავის ეპარება რომ ჩვენს საზოგადოებაში პირველივე დაძახებაზე შენი მადიდებელ-მაქებარი ისეთი წიხლებით შეგდგება ეგება კომაში მყოფს მხოლოდ ფეისბუკის ლოგო და ლაიქებით ჯიბეებგამოტენილი ლუციფერი გელანდებოდეს, სწორედაც რომ აქაა ქართული ფენომენი ჩადებული რომელიც გარდა პოლიტიკისა საერთოდ ყველგან მჟღავნდება, კომიდან გამოსული ისევ იმ ფეისბუკს ეძგერო “თავისუფალი“ დროის გასატარებლად, რომელმაც დამცირებით ცხვირპირი დაგილურჯა.

საქართველოში, უკანასკნელ ჩლუნგსაც კი გენეტიკურად ააქვს იმის ამბიცია თავი ფილოსოფოსად, ანალიტიკოსად ან კიდევ ექსპერტად წარმოაჩინოს. რომლიდანაც ბოლო ორი არანაერად არ ჯდება ჩვენი დამთხვეული და არაპროგნოზირებადი ქვეყნის სტილში.
გამოქვეყნებული სატატისტიკა უთუოდ ააგორებს გაღიზიანებულ საქართველოში ცუკენბერგის საწინააღმდეგო კამპანიას რაც ძირითადად გამოხატული იქნება საჩივრების წერასა და მისი ცოცხალ-მკვდარის გინებაში, ოღონდ არამც და არამც ორი აგურის ძებნაში, რომლების რტყმევა სიბერის ჟამს მაინც დაგვანახებდა რომ ფუჭად ვყრიდით დროს.
აი მაგალითად როგორ გინდა ახსნა ისეთი რამ როდესაც 67 წელს მიტანებული კაცი რომელმაც უკვე 7 ცოლის გამოცვლა მოასწრო და დღეს ისევ უცოლოა, ლექციის კითხვებით რომ იქნება გატაცებული იმის შესახებ თუ რა და როგორ უნდა აკეთო ოჯახის შესანარჩუნებლად .
ან კიდე ერთი ჩემი ნაცნობის არ იყოს, რომელიც სრულებით მოკლებულია ანალიტიკურ აზროვნებას და 30 წლის ასაკისათვის ჭინჭრაქას წაკითხვაც კი ვერ მოახერხა, არჩევნების შედეგებზე: აი ეგაა რა, როგორც მე ვიძახდი ზუსტად ისე მოხდა ყველაფერიო.
და კიდე ერთი ის გამაგებინეთ, 90 წლის ასაკში კაცი რომელსაც შინაური თუ გარეული, გამვლელი თუ გამომვლელი, ყველა ერთიანად აუგად მოიხსენიებს და დაცინვის ობიექტად ყავთ ქცეული, რომელიც გარშემო ვერაფერს ვერ ამჩნევს გარდა იმისა რაც მხოლოდ ცხვირწინ უდევს, რატომაა რომ მხოლოდ აზერბაიჯანლებისა და სომხების გინებაში პოულობს შვებას ... მაგეებს რა უჭირთ, ევროპის არცერთ ქვეყანაში არა აქვთ სახელი მოხვეჭილი მოღალატეობით, ნარკომანობითა და ქურდობით.
- კარგით რა, ის ანეგდოტი გამახსენდა:

ხმელთაშუა ზღვაში სამგზავრო გემი რომ იძირება. გაფითრებული კაპიტანი: - ერთადერთი გოგო მყავს და არ მინდა გემმა ქალიშვილად რომ ჩაიყოლოს, დაე ის იყოს მისი პირველი მამაკაცი ვინც კონკურსში გაიმარჯვებსო. ქალიშვილის სილამაზით ენაგადმოყრილი იტალიელი, ფრანგი და ინგლისელი ერთმანეთს ეძგერნენ ... ამ დროს უკვე ნახევრადჩაძირულ დარბაზში შიშველი მეგრელი შემორბის: თქვე შობელძაღლებო, ფოთიდანაა მაგის ქალიშვილს ვჟიმავ, გემს მიხედეთ გემს ....

0
12
1-ს მოსწონს
ავტორი:შალვა ისაკაძე
შალვა ისაკაძე
12
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0