x
image
მოზამბიკელი
მოხუცი
image

სვეტიცხოვლის ეზოდან გამოსული, ჩაფიქრებული მივუყვებოდი ქვაფენილიან ქუჩას, ქუჩის ყველა მხარეს ბაზრობები იყო გამართული, უამრავი ტურისტი თუ ადგილობრივი ესეოდა დახლებს. საკუთარ პრობლემებზე ჩაფიქრებული ყურადღებას არაფერს ვაქცევდი, მხოლოდ ვგრძნობდი რომ ტაძრიდან გამოსულმა შვება ვიგრძენი... ჩემი გონება უცებ სიმღერის ხმამ გამოარკვია, ეს ხმა ისეთი ამაღელვებელი და სათუთი იყო, წამით გავშეშდი და ყური მივუგდე, შემდეგ შევტრიალდი და ქვაზე ჩამომჯდარი მოხუცი კაცი დავინახე, ფანდურით ხელში, სახეზე აღბეჭდილი გრძნობით, " ვარდზე მეტი ეკლები აქვს ლამაზებს " მღეროდა.

არ ვიცი რატომ, მაგრამ მომღერალი მოხუცის დანახვამ გული ამიჩუყა და თვალზე მომდგარი ცრემლის შეკავება ვეღარ შევძელი.

მის სახეს ვაკვირდებოდი, უთვალავი ნაოჭით დაღარული, თვალებში უდიდესი სევდით და ცხოვრებისაგან ბევრჯერ გამწარებული, ქვაზე იჯდა და მღეროდა...


მას შემდეგ ერთი ფიქრი ამეკვიატა, შეძლებს კი ყველა მათ შორის მეც, რომ ასეთი სიბერის დროს, იჯდეს ქვაზე, მშიერი უპატრონო და ღვთის ანაბარა, მაგრამ მაინც მღეროდეს, მის გულს შეიძლება სულ არ ემღერებოდა, მაგრამ მაინც მღეროდა, რადგან პურის საყიდელი ფული მოეგროვებინა. სურვილი გამიჩდა, მივსულიყავი მასთან, ჩავხუტებოდი და მისი ამბავი მომესმინა, მაგრამ ვერ გავბედე, ამ უსუსური მოხუცის წინაშე თვითონ უფრო უსუსური ვჩანდი, გონებაში კი ვერც ერთი სიტყვისთვის თავი ვერ მომება...


0
119
2-ს მოსწონს
ავტორი:მოზამბიკელი
მოზამბიკელი
119
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0