ანეკდოტები ანეკდოტები 2013, 1 აგვისტო, 13:58
მოსამართლემ ბრალდებულს 25 წელი მიუსაჯა. ბრალდებული აღშფოთდა: - როგორ 25, მე ხომ 86 წლის ვარ? მოსამართლემ დაამშვიდა: - შეუძლებელს არავინ მოგთხოვთ, მოიხდით იმდენს, რამდენსაც შეძლებთ. - გაიგე? ჭიჭიკიას ცოლი გაქცევია! - ალბათ განიცდის, როგორ არის? - ახლა არა უშავს, თავიდან აღარ იცოდა სიხარულისგან რა ექნა.. - ორი ტიპი საუბრობს: - უცხოპლანეტელი რომ მოვკლა, ჩამსვამენ? - კი, საგიჟეში ქმარმა დაიჭირა თავის ცოლის საყვარელი და სცემს. ცოლი შეეცადა საყვარლის დაცვას: - რას შვრები, ეგ ხომ შენი შვილების მამაა. ბავშვი ეკითხება დედას: - დედიკო, როცა ვმღერი, ფანჯარასთან რატომ დგები? - ხალხმა დამინახოს, რომ არ გცემ. პირველი რაუნდის შემდეგ მოკრივე თავის სეკუნდანტს ეკითხება: - რასტ ატყობ მოვუგებ? - რა თქმა უნდა! თუ მასე გააგრძელებ ხელების ქნევას, გაცივდება და ფილტვების ანთება დაიმართბა. ექვსი თვეა მიხო ამერიკაშია. შევიდა ქართულ რესტორანში და ქართველივე მიმტანს ეუბნება: - ახლავე მამიტანე ქვაბში მიმწვარი ლობიო, დაახეთქე მაგიდაზე და მითხარი: ჩაცეცხლე! - რაა? - გაოცდა მიმტანი - რა და შინ ყოფნა მომენატრა. - ექიმო მოვრჩები? - ეგ მეც მაინტერესებს. კორესპონდენტი ქალი კინოვარსკვლავს ეკითხება: - რამდენი ქმარი გყავდათ? - ჩემი თუ საერთოდ? პირველკლასელი პირველად მიდის სკოლაში. გზად იმ სბავშვო ბაღს ჩაუარა, სადაც სკოლამდე დადიდოდა. ბავშვები თავისთვის უზრუნველად თამაშობენ. გახედა მათ ჩვენმა ახლადგამომცხვარმა მოსწავლემ და და თავისთვის ჩაილაპარაკა: - ეჰ მეც შემოგიერთდებოდით, მაგრამ განათლება და ასაკი არ მაძლევს საშუალებას. 52 12-ს მოსწონს
|