x
image
ვიზა კოხაძე
რას ფიქრობს 21 წლის ბრაზილიელი ვარსკვლავი ლიონელ მესიზე და რა გეგმები აქვს მას

image
არც თუ საინტერესოდ დაიწყო ახალი სეზონი და ამხანაგური მატჩები ბარსელონამ.30 ივლისს პოლონეთის ქალაქ გდანსკში " ბარსელონა" ამხანაგურ მატჩს მართავდა "ლეხიასთან".მოგეხსენებათ, კატალონიელებს ამ შეხვედრით უნდა დაეწყოთ წინასასეზონო სამზადისი, მაგრამ ვილანოვას ავადმყოფობის გამო მატჩი ჩაიშალა.პირველად მატჩს ხერარდ მარტინო გაუძღვა, ხოლო 79 - ე წუთზე "ბარსას" მაისურით 21 წლის ბრაზილიელმა ბომბარდირმა ნეიმარმა ალექსის სანჩესი შეცვალა, რომელიც 11 ნომრიანი მაისურით თამაშობდა.მოგეხსენებათ, ეს ნომერი ტიაგო ალკანტარას ეკუთვნოდა, რომელიც მიუნხენის " ბაიერნში" 25 მილიონ ევროდ გადავიდა.

image
მატჩის დასრულების შემდეგ ბრაზილიელმა გულრწფელად აღიარა, რომ მისი ოცნება ასრულდა; - " ჩემი ოცნება ასრულდა.მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დრო მჭირდება საუკეთესო ფორმაში ჩავდგე, ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც ჩემი კუმირის - ლიონელ მესის გვერდით თამაში შემიძლია. ყველაფერს გავიღებ, რომ " ბარსელონას" მიზნის მიღწევაში დავეხმარო" - ამაყად განაცხადა ბრაზილიელმა და მართლაც, რომ არა ლიონელ მესის გოლი, " ლეხიასთან" შეხვედრას მარცხით დაასრულებდნენ კატალონიელები, საბოლოო ჯამში კი უკვე მეორედ დამარცხდებოდა ბარსელონა წინასასეზონო მატჩებში.


რაც შეეხება თავად ბრაზილიელს, როგორც ფეხბურთის კრიტიკოსები აღნიშნავენ, ნეიმარმა პირველი თამაში " ბარსაში" ( მან მხოლოდ 10 წუთი ითამაშა), ნორმალურად ჩაატარა და მისი დებიუტი შედგა.

0
44
18-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:ვიზა კოხაძე
ვიზა კოხაძე
44
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0