პოეზია მხატვარი იჯდა ქუჩის ბოლოში 2013, 31 ივლისი, 17:48 მხატვარი იჯდა ქუჩის ბოლოში,
სადაც სიჩუმე სიყალბეს ფარავდა.
მხატვარი იჯდა უბრალოდ ხატავდა,
ხატავდა იმას რასაც სხვა მალავდა.
სიყალბე გაქრა ჭრელი ფერებით, ნახატი აივსო მუქი ფერებით, მხატვარი ჩაფიქრდა, ნუთუ ღირდა? ხალხს უხარია ჭრელი სიყალბე, რატო დავხატე მე მწარე სიმართლე. თავის კითხვაზე პასუხიც არ ჰქონდა, ის არ იცოდა უბრალოდ ხატავდა, ნახატს ცრემლები წამოუვიდა, წმინდა სიმართლეს ის არ ელოდა მხატვარი გაბრაზდა - ნახატი გახია, და ეგ რეალობა გულით ათრია. ავტორი: ანარქია 141 10-ს მოსწონს
|