x
image
თამარი555
იგავი–ოქროს ბეჭედი

image


ერთხელ ოსტატთან ერთი ახალგაზრდა მივიდა და შესჩივლა:–მე მოვედი თქვენთან, რომ გითხრათ როგორი საცოდავი და არავისთვის სასურველი არა ვარ, და აღარ მიღირს სიცოცხლე საერთოდ. გარშემო ყველა ამტკიცებს რომ მე ერთი უიღბლო და ხელმოცარული იდიოტი ვარ.–

ოსტატმა გამომცდელად შეხედა ახალგაზრდას და სწრაფად უპასუხა:

–ბოდიში, მე ახლა ძალიან დაკავებული ვარ, და არაფრით შემიძლია დაგეხმარო. ჯერ მინდა ერთი მნიშვნელოვანი საქმე მოვაგვარო და თუ დამეხმარები ჩემს საქმეში, შემდეგ იქნებ შევძლო შენი დახმარებაც.–


–სიამოვნებით ოსტატო–უპასუხა მან. ოსტატმა მოიხსნა პატარა თითიდან ძვირფასთვლიანი ბეჭედი და უთხრა ახალგაზრდას:

–წაიყვანე ცხენი და ბაზრის მოედანზე სასწრაფოდ გაყიდე ჩემი ბეჭედი, რომ ვალი გავისტუმრო. და არაფრით დათანხმდე ოქროს მონეტაზე დაბალ ფასს.–

ახალგაზრდამ გამოართვა ბეჭედი, სწრაფად მოახტა ცხენს და გაქუსლა. ბაზრის მოედანზე მისულმა შესთავაზა ვაჭრებს ბეჭედი. პირველად ინტერესით აკვირდებოდნენ მის ნივთს. მაგრამ ახსენა თუ არა მან ოქროს მონეტა სრულად დაკარგეს ინტერესი მისი ბეჭდის მიმართ. ერთნი დაუფარავად დასცინოდნენ, სხვები ზურგს აქცევდნენ ან უმტკიცებდნენ, რომ ოქროს მონეტა დიდი ფასი იყო ამ ბეჭდისათვის. უკიდურეს შემთხვევაში ვერცხლის მონეტას გაიმეტებდნენ მხოლოდ.

იგი დაღლილი და გულაცრუებული დაბრუნდა ოსტატთან.


–ოსტატო ვერ შევასრულე დავალება–სევდიანად წარმოთქვა მან. ვაჭრები ამტკიცებენ რომ ეს ბეჭედი არ ღირს ამდენი.

ოსტატმა უპასუხა:– კარგი მაშინ წადი ოქრომჭედელთან და გაიგე მისი ნამდვილი ფასი. და ახალგაზრდა წავიდა იუველირთან. მან ყურადღებით დაათვალიერა ბეჭედი და უთხრა მას:–ახლა მე 58 ოქროზე მეტი არ შემიძლია გადავიხადო ბეჭედში, მაგრამ თუ დროს მომცემს ოსტატი მე 70 ოქროს გადავიხდი. ახალგაზრდას სახე გაუნათდა და გახარებული დაბრუნდა ოსტატთან და სიხარულით უამბო ამის შესახებ.

– დაჯექი აქ–უთხრა ოსტატმა, მოისმინა რა მისი პასუხი. იცოდე შვილო რომ შენ თვითონ ხარ ეს ბეჭედი. ძვირფასი და განუმეორებელი! და შენი შეფასება მხოლოდ ჭეშმარიტ ექსპერტს შეუძლია. და რატომ მიდიხარ ბაზარში და ელოდები, რომ ამას შეძლებს პირველივე შემხვედრი?.

ახალგაზრდა ღრმად დააფიქრა ოსტატის ნათქვამმა...


0
347
8-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0