წარმოგიდგენთ რამოდენიმე ფილმს, რომელიც IMDB-ის ვერსიით საუკეთესო ნამუშევრებია კინემატოგრაფის ისტორიაში.
![საუკეთესო ფილმები კინემატოგრაფის
ისტორიაში (IMDB-ის ვერსიით) image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307292207048013.jpg)
ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა (One Flew Over the Cuckoo’s Nest).
![საუკეთესო ფილმები კინემატოგრაფის
ისტორიაში (IMDB-ის ვერსიით) image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307292207248013.jpg)
1975 წელს რეჟისორმა მილოშ ფორმანმა კენ კიზის რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი ”ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”. მთავარ როლს თამაშობს ჯეკ ნიკოლსონი, რისთვისაც მას ერგო კიდეც ოსკარი.
ბეჭდების მბრძანებელი - მეფის დაბრუნება (The Lord of the Rings: The Return of the King).
2003 წლის ეპიკური ფენტეზის ჟანრის ფილმი. მისი რეჟისორია პიტერ ჯექსონი. ფილმი ეფუძნება ჯ.რ.რ. ტოლკინის რომანის „ბეჭდების მბრძანებელი“ მესამე წიგნს, „მეფის დაბრუნება“.
შავი რაინდი (The Dark Knight).
![საუკეთესო ფილმები კინემატოგრაფის
ისტორიაში (IMDB-ის ვერსიით) image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307292208028013.jpg)
2008 წლის ფილმი. რეჟისორი კრისტოფერ ნოლანი. არავინ იცის მიიღებდა თუ არა ასეთ პოპულარობას ეს ფილმი, რომ არა ხიტ ლენჯერის, ჯოკერის როლის შემსრულებლის სიკვდილი.
შინდლერის სია (Schindler’s List).
![საუკეთესო ფილმები კინემატოგრაფის
ისტორიაში (IMDB-ის ვერსიით) image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307292208218013.jpg)
სტივენ სპილბერგის 1993 წლის ფილმი, თომას კენილის რომან „შინდლერის კიდობნის“ ეკრანიზაცია. მიღებული აქვს შვიდი ოსკარი (მათ შორის საუკეთესო ფილმისთვის) 1993 წელს. ფილმში მოთხრობილია კათოლიკე გერმანელი ბიზნესმენის ოსკარ შინდლერის ისტორია, რომელმაც ათასზე მეტი პოლონელი ებრაელი გადაარჩინა ჰოლოკოსტის დროს. სიაში იგულისხმება 1100 ებრაელი, რომლებიც შინდლერმა დაიქირავა საკუთარ ფაბრიკაში, რათა ისინი საკონცენტრაციო ბანაკში გაგზავნისგან გადაერჩინა.
12 გაბრაზებული მამაკაცი (12 Angry Men).
![საუკეთესო ფილმები კინემატოგრაფის
ისტორიაში (IMDB-ის ვერსიით) image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307292208418013.jpg)
1957 წლის ფილმი, რეჟისორი სიდნი ლუმეტი. 12 მსაჯული სასამართლოს შემდეგ ცდილობს გადაწყვიტოს დამნაშავეა თუ არა პუერტო-რიკელი მოზარდი მამის მკვლელობაში.
კარგი, ცუდი და ბოროტი (The Good, the Bad and the Ugly).
![საუკეთესო ფილმები კინემატოგრაფის
ისტორიაში (IMDB-ის ვერსიით) image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307292209008013.jpg)
ფილმი გამოსულია 1966 წელს, რეჟისორი სერჯიო ლეონე. გამოსვლის მომენტში ფილმი აშშ-ში კარგად არ მიიღეს, თუმცა დროის გასვლის შემდეგ მან ჟანრის ეტალონის ტიტული მიიღო, კვენტინ ტარანტინომ კი მას "ისტორიის განმავლობაში საუკეთესო რეჯისორული ნამუშევარი" უწოდა.
გაქცევა შოუშენკიდან (The Shawshank Redemption).
![საუკეთესო ფილმები კინემატოგრაფის
ისტორიაში (IMDB-ის ვერსიით) image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/201307292209258013.jpg)
გამოვიდა 1994 წელს, რეჟისორი ფრენკ დარაბონტი. საკულტო დრამა სტივენ კინგის წიგნის მიხედვით.