1. Мalmaison Hotel, ოქსფორდი, ინგლისი.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811222046204.jpg)
ეს არის ყოფილი ციხე, რომელშიც ამჟამად 100-მდე ძვირადღირებული კომფორტული ნომერი და რამდენიმე კაფე-ბარია განთავსებული.
2. Jules’ Undersea Lodge, ფლორიდა, აშშ.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811223846204.jpg)
თავიდან ეს იყო სამეცნიერო-კვლევითი ლაბორატორია, რომელიც წყალქვეშ 6 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს. სასტუმრო გათვალისწინებული ორ წყვილზე და აღჭურვილია ყველა აუცილებელი საყოფაცხოვრებო ტექნიკით: მაცივარი, მიკროტალღური ღუმელი, შხაპი და ა.შ. სასტუმროს ბინადრებს განუწყვეტლივ თვალს ადევნებს სხვადასხვა ჯიშის თევზები, რაც ამ ადგილის მთავარ უცნაურობას წარმოადგენს.
3. Das Park Hotel, ავსტრია.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811225946204.jpg)
აქ მსურველებს სთავაზობენ დუნაის ნაპირზე ღამის გათევას ბეტონის მილში, რომლის დიამეტრი 2, ხოლო სიმაღლე - 2, 5 მეტრია. აქვს კარი და ფანჯრები. შიგნით დაგხვდებათ სანათი, საძილე ტომარა, საბანი და მატრასი. სხვა სასტუმროებისგან იმიტაც განსხვავდება, რომ აქ ფასები ფიქსირებული არ არის და სტუმარი თავად წყვეტს რამდენი გადაიხადოს ღამის გათევაში.
4. სასტუმრო Kakslauttanen, ფინეთი.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811232146204.jpg)
ეს არის ჩრდილოეთ ფინეთში, ყინულზე განლაგებული ყინულისა და მინისგან შექმნილი ბუდეების მსგავსი პატარა ნაგებობები, საიდანაც სტუმრებს შეუძლიატ ტავლი ადევნონ ცას. მიუხედავად მასალისა, ნაგებობები საკმაოდ თბილი და კომფორტულია, თუმცა განმარტოების მოყვარულთათვის ნამდვილად არ არის რეკომენდირებული.
5. Utter Inn, შვეცია.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811241746204.jpg)
ეს არის სტოკჰომლთან ახლოს ტბაზე მდებარე, „სასტუმრო, რომელიც ერთი შეხედვით დაივინგისთვის განკუთვნილ პლატფორმაზე განთავსებული პატარა ქოხი გეგონებათ. მაგრამ შიგნით მოთავსებულია ლუკი, რომლიდანაც მეტალის კიბის საშუალებით ჩადიხართ წყალგაუმტარ კამერაში, რომელიც საძინებლის როლს ასრულებს.
6. ყინულის სასტუმრო, შვეციაში.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811243446204.jpg)
59 ნომერზე გათვლილ ამ სასტუმროში, სადაც ტემპერატურამ შეიძლება -35 გრადუსსაც კი მიაღწიოს. არის საუნა, ბარი, გალერეა და კინოთეატრიც კი. მართალია, მატრასები ყინულისაა, მაგრამ არც ისე ცივია, რადგან მათზე ირმის ქურქია დაფარებული, საბნების მაგივრად კი თბილი საძილე ტომრები დაგხვდებათ.
7. Luxury Resort, სანტ-ანჯელო, იტალია.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811245546204.jpg)
ეს ოთხვარსკვლავიანი სასრუმრო 9000 წლის წინ კლდეში ნაკვეთ „შენობაში“ მდებარეობს. თითოეული გამოქვაბული ახლა ნომრის ფუნქციას ასრულებს. არის კაფე-ბარები და სამხატვრო გალერეა.
8. იურტების სასტუმრო, ესპანეთი.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811252646204.jpg)
ანდალუზიაში ზეთისხილის ხეებს შორის განლაგებულია იურტები, სადაც სტუმრები იღვიძებენ ჩიტების გალობისა და ზარების რეკვის თანხლებით, ძილის წინ კი უმშვენიერესი მთის პეიზაჟით ტკბებიან.
9. Hotel Monasterio, პერუ.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811260046204.jpg)
ქალაქ კუსკოში მდებარე სასტუმრო XVI საუკუნის მონასტრის შენობაშია განთავსებული და ზღვის დინიდან 3000 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. მტის დაავადებისგან სტუმართა დასაცავად, ნომრებში სპეციალური სისტემით ხდება ნახშირბადის მიწოდება.
10. Les Cabanes du Bois Landry, საფრანგეთი.
![მსოფლიოს 10 ყველაზე უცნაური სასტუმრო image](http://server2.intermedia.ge/article_images/small/201307/2013072811262146204.jpg)
ეს არის პარიზიდან 90 წუთის სავალზე, პირდაპირ მუხის ხეებზე აგებული ხის ქოხები, რომლებიც ერთმანეთს კიბეებითა და ხიდებით უკავშირდება. ბუნებასთან მაქსიმალური სიახლოვის შესანარჩუნებლად, სასტუმროს მფლობელებმა არ გაიყვანეს არც ელექტრობა და არც წყალი.