ქალი და მამაკაცი "დუმილი, ვით სამარე"... (4 ნაწილი) 2013, 28 ივლისი, 0:49 გათენდა 16 მარტი. ვილმა და თათა ერთად გავიდნენ რუსთაველზე და დათქმულ დროს იქ იყვნენ. დიტოსაც არ დაურღვევია პუნქტუალობა. ვილმამ თათას შორიდან დაანახა დიტო და თვითონ კი მიიმალა. --- პრივეტ დიტო. *** თათა, როგორც იქნა მეღირსა შენი ნახვა. --- როგორ ხარ დიტო? *** რახან მეღირსა შენი ნახვა, უკვე კარგათ. --- ოხ, ეს აფერისტობა. *** არ ვაფერისტობ, რაც გაგიცანი, ნუ ტელეფონით, მას მერე შენი ინტრიგებით მოსვენება დავკარგე. --- ვერ წარმომედგინა თუ ასე დაგაინტერესდებოდი. *** რა არის აქ წარმოუდგენელი თათა? ისე პირადათ რა სხვანაირი ხმა გაქვს და ტელეფონში კი სულ სხვა. --- შენც აღნიშნე ხომ ეგ ფაქტი? არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა და ყველას აოცებს. *** ეხლა კი ის მითხარი თათა ჩემი ნომერი ვინ მოგცა, შეხვედრას ველოდი ეს რომ მეკითხა, რადგან სრულიად უცხო აღმოჩნდი, შენი ინტრიგებით სულ სხვანაირ სიურპრიზს ველოდი. --- მაგ კითხვის უპასუხოდ დატოვება მომიწევს დიტო, ყველაფერს თავისი დრო აქვს, რა მნიშვნელობა აქვს რა წყაროებიდან გიცნობ, აღნიშნული რეალობით ვიყოთ. ამასობაში ვილმა ქაშუეთში იყო შესული და ლოცულობდა, რათა ყველაფერს წარმატებით ჩაევლო. გამოვიდა ტაძრიდან, გაჩერებაზე გადავიდა, ის კი იყო სახლში წასვლას აპირებდა და მოსეირნე თათა და დიტოს მაინ შეეჩეხა. *** ვაა, ვილმა. როგორ ხარ? აქ რა გინდა? --- მე ვარ, კარგათ ვარ და მარტო ვარ, აქ მარტო მოვედი და კარგათ ვარ. *** მეეჭვება კარგათ იყო, რა ფერი გაქვს სახეზე, ცუდათ ხომ არ ხარ? --- უბრალოდ არ გელოდი და დავიბენი. აქ თიკასთან ერთად უნდა მოვსულიყავი და რაღაც მიზეზების გამო მარტო წამოვედი და თიკასთან არ წამოგცდეს კარგი? *** კარგი, კარგი, დამშვიდდი, ნუ ღელავ, არაფერს ვიტყვი, გამიხარდა რომ გნახე, დროებით აბა. დიტომ ხელი გადახვია თათას და ისე გაუყვნენ ტროტუარს. --- დიტო ვინ იყო ის გოგო? *** ის გოგო ჩემს ძმაკაცს უყვარს, ვაღიარებ რომ უგემოვნო ძმაკაცი მყავს.(და თან გაიცინა) --- მეც დაგიკრავ კვერს და მართლა უგემოვნო ძმაკაცი გყოლია. (ორივემ ერთად გაიცინა და გზას გაუყვნენ) ვილმა გულგახეთქილი წამოვიდა სახლში და ნერვიულობდა დიტო ხომ არ მიხვდებოდა ამ ამბავზე რამეს. მწარე ფიქრებში შეუმჩნევლად მოვიდა სახლამდე, წამოწვა თავის ოთახში და ელოდა თათას ზარს ან გამოჩენას. ხანგრძლივი დროის შემდეგ ზარი გაისმა კარზე. ვილმა წამოხტა, ფეხშიშველი გაიქცა გასაღებად და დედა შერჩა. უკმაყოფილო ტონით მიუგო: --- აა, შენ ხარ? *** ვინმეს ელოდი? --- არა, უბრალოდ შენ არ გელოდი. *** ამ ბოლო დროს უცნაურობებს კი გატყობდი, მაგრამ ეს შენი საქციელი მეტისმეტია, ხან უზომოდ ბედნიერი მომეჩვენე, ხან სასოწარკვეთილი, ხან დაბნეული და ნუთუ... (და სიტყვა აღარ აცადა ვილმამ) --- რა სისულელეს ამბობ დედა, უბრალოდ გამოცდებზე ვნერვიულობ. *** სისულელე ის უფრო არის, რომ აშკარად რაღაცას ამაოდ მიმალავ, რა ხდება შვილო, ნუ დამიმალავ. გამოცდებს იმიზეზებ, არადა იქამდე ჯერ სამი თვეა. --- არაფერს გიმალავ დეე, უბრალოდ მოვიწყინე, მარტოობამ დამღალა და კიდევ ძალიან მომენატრე. (და გადაეხვია დედას) *** მეც, ჩემო პატარავ. ამასობაში კი დიტომ და თათამ საკმაო ხანს ისეირნეს, კაფეშიც იყვნენ და დრო ისე შეუმჩნევლად გაეპარათ, შემოაღამდათ. მერე ჩვეულებისამებრ დიტომ გააცილა თათა მეტრომდე და ასე დაშორდნენ ერთმანეთს. თათას ლოდინში გადაღლილმა ვილმამ კი ვეღარ მოითმინა დილამდე და დარეკა მასთან. --- თათა მე ვარ, შენ სახლში ხარ ხომ უკვე? *** ვილმა ამ შუა ღამისას აბა სად ვიქნები?! --- როგორც შევთანხმდით მე ჩემთან გელოდი. *** მასე არ გამოვიდა ვილმა, პირდაპირ სახლში მოვედი და ისე დავიღალე, დარეკვა დამავიწყდა. --- მომიყევი დღემ როგორ ჩაიარა, ხომ ვერაფერს მიხვდა დიტო? *** ყველაფერი კარგათ არის, ვერაფერს, მიხვდა ვილმა, მშვიდათ დაიძინე, ხვალ კი გნახავ და დაწვრილებით გეტყვი ყველაფერს, ეხლა დავიძინებ კარგი? ---ხვალამდე რა მოითმენს თაათ. *** მოთმინება საყვარელო, მოთმინებაა. ხვალამდე. --- კაი თათა, დიდი მადლობა და ხვალამდე. ისევ ფიქრებში იყო ვილმა, მაგრამ მაინც კმაყოფილი, რადგან ეს ნომერი გამოუვიდათ და დიტოც ვერაფერს მიმხვდარიყო, მშვიდათ დაიძინა ხვალინდელი დღის მოლოდინში. დილით კი, როგორც ყოველთვის ღამის უძილოს დიდხანს გაყოლილი ძილს, ტელეფონის ზარმა გააღვიძა. *** ვილმა სად ჯანადაბაში დაიკარგე, ნუ ღამე არ რჩებოდი ეგ არაფერი, მაგრამ მთელი დღე? გუშინ ავაფეთქე შენი ტელეფონი, ამოსულიც ვიყავი შენთან და კარი არავინ გამიღო. --- ხომ იცი ჩემი ამბები თიკა, სევდა შემომაწვა, გიოზე და დიტოზე ფიქრებში ავიხლართე და ცოტახნით რუსთაველზე გავისეირნე მარტომ, მარტოობა მინდოდა და არ გეწყინოს. *** გასაგებია, მაგრამ ვღელავდი ძალიან. გიო წავიდა სახლში, აღარ არის ჩემთან და შეგიძლია ამოხვიდე, შენი კარგათ მესმის ვილმა. --- წუხელ დედა ჩამოვიდა თიკა, დღეს რაღაცას ვგეგმავთ და გასვლა მოგვიწევს, არ ვიცი რა დროს დავბრუნდებით. *** კარგი, როცა დაბრუნდებით გამაგებინე და გნახავ, ან ამომიარე. უცებ გათიშა ვილმამ ტელეფონი, სწრაფად გაემზადა და არც დაურეკავს თათასთან ავიდა. *** ვილმა, რა ყურებამდე ყოფილხარ შეყვარებული. --- მიდი, მიდი მომიყევი ყველაფერი თავიდან-ბოლომდე. *** ყველაფერი გეგმის მიხედვით განვითარდა. დაიჯერა ეს შენი, თქვენი თუ ჩვენი მოგონილი დადგმა დიტომ. ჩემს ხმაზე ტავიდან ეჭვი შეეპარა, მაგრამ მერე დავაჯერე, რომ ამ ფაქტს ბევრი აღნიშნავსთქო. გალერეაშიც შემიყვანა, შენ ხომ გიყვარს ხატვა და ხელოვნებაო, აი აქ კი კინაღამ გავჭედე, შემატყო, რომ ნაძალადევი მზერა მქონდა ყველა სურათზე. კაფეში შევედით მერე და იქაც ჩავიჭერი ვილმა, წარმოგიდგენია? ტორტის ნაჭრები და ყავა შეუკვეთა ჩემს დაუკითხავათ, ტიპს სიურპრიზი უნდოდა, რა ყურადღებიანი ვარო, მახსოვს რომელი ტორტიც გიყვარსო და ამ დროს რა იცოდა, რომ ტორტს ვერ ვიტან, არ ვჭამე ვილმა, რა მექნა, შენი ხათრით ნაღდათ ვერ შევჭამდი იმ ტორტს. ძალიან გაუკვირდა დიტოს. მეთქი ვნერვიულობ რაღაცნაირად და მადა დავკარგე, ასე ვიცი ხოლმეთქო და ვერაფერს მიხვდა, მამხნევებდა. ისიც მითხრა შენზე გამუდმებით ვფიქრობ და რახან პირადათაც გნახე, წარმოდგენებს აღარ შევიქმნი შენს პიროვნებაზე და დიდი სურვილი მაქვს შენთან ურთიერთობისო. ნომერიც მთხოვა, მაგრამ დაწყნარდი, არ მივეცი, მაშინ გთხოვ რაც შეიძლება ხშირად დამირეკე, დიდი პაუზები არ გააკეთოვო. სულ ეს იყო ვილმა, ამასობაში დაბინდება დაიწყო და მეტროთი გამომაცილა, მარშუტკას არ დაველოდე, ტრანსპორტის ნომრით სავარაუდოთ არ მიმხვდარიყო საცხოვრებელ ადგილს. --- ყოჩაღ თაათ. და ჩემზე არაფერი თქვა რომ შეგხვდით? *** რა უნდა ეთქვა, ჩემი ძმაკაცის ნაცნობიაო, მხოლოდ ეს. --- მადლობა თათა რომ დამეხმარე. (გადაეხვია და თან ცრემლები წასკდა) *** რა დაგემართა ვილმა?! --- მისთვის მხოლოდ ძმაკაცის ნაცნობი, რომ ვარ... ჩვენი განსახიერებული პიროვნება რომ მოსწონს, სინამდვილეში კი ის არ არსებობს. ასე ძალიან რამ შემაყვარა, ვერ ვხვდები, რა მეშველება? ყველაფერი უფრო გავართულე მგონი. *** დაწყნარდი ვილმა, ჯერ საგანგაშო არაფერია, ტელეფონით საუბარი განაგრძე მასთან, ეს ხომ ბედნიერებას განიჭებს, ვირტუალში მაინც შენია ის, უფრო შეგეჩვევა დროსთან ერთად და მერე იქნებ შეუყვარდე კიდეც, სიმართლესაც ეტყვი ამის დრო რომ მოვა და რახან ეყვარები, გაგიგებს და გაპატიებს. სეხვედრა თუ კიდევ გთხოვა, უფრო სწორედ გთხოვს აბა რას იზამს, აქ არ ვარ??! დაგეხმარები. მანამდე კი ხშირად ურეკე და სითბო აჩვენე, უფრო მოიზიდავ. ეხლა კი მაპატიე, გასასვლელი ვარ, მამაჩემს უნდა გავუარო სამსახურში, საქმე მაქვს. კიდევ ერთხელ ჩაეხუტა მეგობარს და გამხნევებული, თათას სიტყვებით წამოვიდა სახლში ვილმა და არას ხედავს, თიკა მასთან არის სახლში და დედამისთან ერთად ყავას მიირთმევს. აი აქ კი ძალიან დასცხა, არადა დედასთან ერთად გასასვლელი იყო თიკას ასე უთხრა. 64 13-ს მოსწონს |
ინტრიგა ზუსტად იმ დოზით (არც მეტი და არც ნაკლები) არის ჩადებული , რაც ზომიერების ფარგლებში ეწერება.