x
image
ლიკა ხუბუა
ჩემი სიყვარული
...


მიტოვებული ხარ ობოლი ბავშვივით.

სულს გიმძიმებს ჩემზე ფიქრები...

გცივა და მნატრობ ყოველდღე, როცა


აურზაური გატკიებს თავს...

ყოველ ღამე, როცა მარტოობის

შეგრძნება გკლავს და ყოველ დილით,

როცა აცნობიერებ, რომ მე შენთან არ

ვარ...მერე ისევ უაზრო კითხვები,

მიკიბულ-მოკიბული კამათები და

დაღლილი მონატრება, რომელიც

მოსვენებას გიკარგავს...

ღამე თეთრად თენდება, როცა შენ

გძინავს და არ ვიცი, უშენოდ როგორ

გადავდგა ნაბიჯი.როგორ დავგეგმო დღეები, დავხატო ოცნებები, დავწერო ლექსები.

ალბათ, შენც გტკივა, როცა უაზროდ

მექცევი...

თეთრი ღამეა და ვიგონებ უშენოდ გასავლელ დღეებს, როგორც საუკუნეებს, რომლებსაც შიგნიდან ვებრძვი.

უნდა დაგტოვო დარდებთან მარტო,

მე კი ცალკე ვიდარდო...

რა ვუყო წარსულს?როცა ვიცი, რომ სამუდამოდ ჩემთან ყოფნა გსურს...

რა ვუყო ბრძოლას?რასაც ვიცი, რომ არაფერი მოაქვს...

რა ვუყო აწმყოს?სადაც ვიცი, რომ უშენობა არ მაწყობს...

რა ვუყო ხვალინდელ დღეს?სადაც უშენობა გამანადგურებს...

შემიბრალე და დამიბრუნე, რაც იყო ძველად, თორემ დაღლილი

დავნებდები ზღვის ტალღებს უბრძოლველად.

ნახე გათენდა, ახლა ჩემს სუნთქვას გაგაგონებ...ჩემს სიყვარულს შთაგაგონებ...

მერე არ ვიცი, თუ გამიშვებ ოცნებებს დავშლი...

ჩემს ნაკვალევს, ჩემს ნაპერწკლებსაც არ დაგიტოვებ, ყველაფერს წავშლი!


04:53, 27.07.2013





0
16
4-ს მოსწონს
ავტორი:ლიკა ხუბუა
ლიკა ხუბუა
16
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0