ქალი და მამაკაცი "როგორია თქვენი თანამეწყვილის გრძნობათა სისტემა"? 2013, 25 ივლისი, 23:02 მანდილოსნებო, გთავაზობთ ფსიქოტესტს, რომლის მეშვეობით გაიგებთ თუ როგორია თქვენი თანამეწყვილის გრძნობათა სისტემა. მოინიშნეთ მოცემული კითხვებიდან მხოლოდ ექვსი სიტყვა, რომელიც თქვენი თანამეწყვილის ხასიათს შეესაბამება, შესაბამისად დაითვალეთ ამ კითხვების გვერდით ფრჩხილებში მოცემული ქულები და იხილეთ შედეგი. გისურვებთ წარმატებას. (ტესტი მხოლოდ ქალბატონებისთვის) 1. აღელვებული.(5) 2. მშვიდი.(4) 3. გულგრილი.(3) 4. ზამბარისებური.(2) 5. ქარიშხლიანი.(1) 6. სასოწარკვეთილი(0) 7. სიცოცხლით სავსე.(5) 8. მომთმენი.(4) 9. საკუთარ თავში ჩაკეტილი.(3) 10. დაძაბული.(2) 11. ბრაზიანი.(1) 12. ნაღვლიანი.(0) 13. ფხიზელი.(5) 14. წყნარი.(4) 15. მოსაწყენი.(3) 16.მშიშარა.(2) 17. სიძულვილით სავსე.(1) 18. ნელი, დინჯი.(0) 19. სასიამოვნო.(5) 20. კმაყოფილი.(4) 21. ბედშერიგებული.(3) 22. ნერვიული.(2) 23. ანცი.(1) 24. უხალისო.(0) 25. მხიარული.(5) 26. რთული.(4) 27. მალე ნებდება.(3) 28. ფრთხილი.(2) 29. დაძაბული.(1) 30. ხელის მკვრელი(0) 25-30 ქულა: თქვენმა მეწყვილემ იცის, თუ რა წარმოადგენს ბედნიერი ცხოვრების გასაღებს. ყოველი დღე მისთვის კარგი განწყობილებითა და ენთუზიაზმით იწყება. ოპტიმისტი და გულისხმიერია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ვერ აიტანს უარყოფით მიდგომას თქვენი მხრიდან, თუ მისი წრეგადასული ოპტიმიზმი ნერვებს გიშლით, უმჯობესია გაწყვიტოთ მასთან ურთიერთობა. 21-24 ქულა: მისი პარტნიორი კმაყოფილია მასთან ცხოვრებით. იგი მიღებულია საზოგადოებაში. საკუთარი თავის რწმენა არ აკლია. სასოწარკვეთილებაში არასოდეს ვარდება და უმიზეზოდ არასოდეს ღელავს. თუმცა, გააჩნია სენტიმენტალური მხარე, მაგრამ შეუძლია პარტნიორთან ურთიერთობა როგორც გამოცდილ ადამიანს შეეფერება. მშვიდი და გულუხვია, მხოლოდ მაშინ კარგავს სიმშვიდეს, როდესაც მასზე უკიდურესად მოქმედებენ. იგი იდეალური პარტნიორია სერიოზული ურთიერთობის დასამყარებლად. 16-20 ქულა: მიუხედავად იმისა, რომ იგი კარგათ ერწყმის ცხოვრების ტემპს, ისეთი შეგრძნება აქვს რომ მისი მიღწევები მიზნებს ვერ პასუხობს. იგი ელის, რომ მისმა ურთიერთობათა სისტემამ თანამეწყვილესთან, ცხოვრებისეული მოთხოვნილებები და მიზნები დააკმაყოფილოს. თანამეწყვილე, რომელიც შეძლებს ოცნებებში ფრენიდან მის დედამიწაზე დაბრუნებას, მასთან ბედნიერებასა და სიყვარულს იპოვის. 11-15 ქულა: ეს ის პარტნიორია, რომელიც მუდამ საკუთარი პრობლემების გადაჭრით არის დაკავებული. ხშირად ნერვიულობს, ზოგიერთ შემთხვევაში კი უბრალოდ გიჟდება. შესაძლოა თანამეწყვილეს გაუჭირდეს მისი გამოხტომებისა და ხასიათის ატანა. თუმცა ვინც შეძლებს მისი ნდობის მოხვეჭას, შეძლებს ურთიერთ სასარგებლო ურთიერთობის დამყარებასაც. 6-10 ქულა: სამწუხაროდ არ არსებობს მისი შეცვლის საშუალება. მისი მრისხანება ხშირად სხვებისადმი ცინიკური შენიშვნებითა და დამცირებით მთავრდება. რეკომენდებულია, რაც შეიძლება მალე მიატოვოთ იგი. 0-5 ქულა: ლაპარაკია კაცზე, რომელსაც იუმორის გრძნობა არ გააჩნია და სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფება. გულგრილად ეკიდება პარტნიორთან ყოველგვარ კავშირს და არ უჭერს მხარს პარტნიორის მცდელობას მისივე მორალის ამაღლებისკენ. შეიძლება დროსთან ერთად იგი გამოიცვალოს, მაგრამ ამ ეტაპზე არ წარმოადგენს შესაფერის პარტნიორს ურთიერთობის დასამყარებლად. 102 20-ს მოსწონს
|