ტექნოლოგიური სიახლეები მზის ენერგიაზე მომუშავე თვითმფრინავი 2013, 25 ივლისი, 21:11 ![]() მსოფლიოში პირველი თვითმფრინავი, რომელიც მზის ენერგიაზე იმუშავებს, არის შვეიცარული კომპანიის Solar Impulse-ის მორიგი საოცარი ქმნილება. ![]() ![]() მას ფრენისთის უყენია 4 მძლავრი ელექტრო ძრავა, რომლებიც მუშაობენ მსიგან მიღებულ ენერგიაზე. მზის ენერგიას კი ფრთებზე დამონტაჟებული მზის ბატერიების წყალობით ღებულობს. ![]() მისი გამოცდა პირველად 2009 წელს მოხდა. 26 ივნისს მოხდა თვითმფრინავის საჩვენებლად წარდგენა, ხოლო 3 დეკემბერს მისი გამოცდა სამხედრო საჰაერო ბაზაზე მოეწყო მოეწყო. მისი პირველი პილოტი გახლდათ 51 წლის მფრინავი - Bertrand Piccard. იგი 1958 წლის 1 მარტს დაიბადა ქალაქ ლოზანაში (შვეიცარია). ![]() ![]() 2014 წელს იგეგმება დედამიწის ირგვლივ ფრენა. ![]() "ჩვენ გვინდა ხალხს ვაჩვენოთ, თუ რა კარგად მუშაობს ინოვაციური, სუფთა ტექნოლოგიები ბუნებრივ, ალტერნატიულ ენერგიის წყაროებზე, რომელიც არც თუ ისე შორეულ მომავალში რეალობად იქცევა" - განაცხადა პროექტის ერთერთმა ხელმძღვანელმა და პილოტმა Bertrand Piccard-მა. ![]() ახლა კი, თვითმფრინავის შესახებაც გაგაცნობთ მცირეოდენ ინფორმაციას (ზომებს და შესაძლებლობებს): ![]() თვითმფრინავისთვის მაქსიმალური სიმაღლე: 8500მ ტვირთის მაქსიმალური წონა: 1600კგ მაქსიმალური სიჩქარე: 70კმ/სთ ფრენისთვის მინიმალური სიჩქარე: 35კმ/სთ ფრთების შლილი (მანძილი ფრთების ბოლოებს შორის): 63.40მ (დაახლოებით Airbus A380-ის მსგავსად) ფრთების ფართობი: 200მ² თვითმფრინავის სიგრძე: 21.85მ თვითმფრინავის სიმაღლე: 6.40მ ![]() 206 6-ს მოსწონს
|