x
image
cxvedo
AUDI-ს საავტომობილო განათების უახლესი ტექნოლოგიები
AUDIs automotive lighting technologies at CES 2013


ავტომწარმოებელმა AUDI-მ საკუთარ ავტომობილებში გამოიყენა საავტომობილო განათების უახლესი ტექნოლოგიები. ძირითადი ყურადღება გაამახვილეს პილოტისთვის განკუთვნილი მართვის სისტემის განათებებსა და კავშირგაბმულობაზე. ეს ინოვაციური განათების ტექნოლოგიები ლას-ვეგასში გამართულ CES 2013-ის ჩვენებებზე წარმოადგინეს.


AUDIs automotive lighting technologies at CES 2013


კომპანია AUDI ახალი დიზაინისა და ტექნოლოგიების შშერწყმით ცდილობს გააოცოს მომხმარებელი. მან ამჯერად განათების OLED ტექნოლოგიები გამოიყენა. მისი მიზანია ინტელექტუალური, მიმზიდველი, თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული ავტომობილების შექმნა. OLED ტექნოლოგია გამოყენებულია როგორც ავტომობილის კორპუსის გარეთა მხარეს, ასევე კარის სახელურებსა და სალონშიც.



OLED lighting detailOLED lighting detail"the swarm" lighting technology"the swarm" lighting technology
"the swarm" lighting technology

OLED ტექნოლოგიები განსაკუთრებით ლამაზად და უცხოდ ავტომობილის უკანა მხარეზე ჩანს. მოძრავი განათება ქმნის საოცარ სურათს. ავტომობილი, ასევე, აღჭურვილია უახლესი უსაფრთხოების სიტემით. წითელი ფერის განათება აკეთებს მოახლოებული პირის სკანირებას და თავდამსხმელის ამოცნობის შემთხვევაში ავტომობილი გადაადგილდება. ავტომობილის ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია გათვალოს თავდამსხმელის მომდევნო მოქმედება და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს.


"the swarm" lighting technology


ლაზერული განათება, აგრეთვე, უზრუნველყოფს მძღოლისათვის კარგ ხილვადობას. ლაზერული განათების საშუალებით მძღოლს ეძლევა მოახლოებულ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით გაფრთხილება. ამ ტექნოლოგიების წყალობით მძღოლს ნისლიან ამინდშიც თავისუფლად შეუძლია მოძრაობის უსაფრთხოდ გაგრძელება.


AUDI matrix LED headlight technology


ავტომობილი აღჭურვილია მატრიცული განათების სიტემითაც, რომელიც ავტომატურად ირთვება სიბნელის დროს. მატრიცული განათება გახლავთ LED ტიპის წინა პროჭექტორების სიტემა, რომელიც მრავალი შუქდიოდების ინდივიდუალური სეგმენტებისაგან შედგება და მათგან გამოყოფილი სინათლე ძლიერდება ლინზების საშუალებით.


virtual cockpit with new dashboard


ავტომობილს აგრეთვე გააჩნია მონიტორული სისტემა, სადაც ავტომობილის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია აისახება (სიჩქარე, განვლილი მანძილი, გამაგრილებელი სისტემის ტეპერატურა, საწვავის რაოდენობა და ა.შ.).










1
187
10-ს მოსწონს
ავტორი:cxvedo
cxvedo
187
  
2013, 2 ოქტომბერი, 22:29
საოცრებაა. სტატია კი საინტერესო.
0 1 1