სხვა ქალავ მაჩნიხარ !!! 2012, 29 აპრილი, 6:16 შენ ახლა შენფერ ვარსკვლავებს უცქერ,
თმაში ჩაგწვნია ლურჯი ღიღილო,
ამ ჩემი ლექსით დაჯღაბნილ ფურცელს,
დასჩერებიხარ გულის ღიმილო.
ცა ჩამოგექცა თითქოს თვალებში მთვარემ მოისხა ბნელი მანტია, ნეტა ეგ სახე ხევსურის ქალო, ქვეყნად რამდენი ვაჟის ხატია? ყორნისფერ წარბებს არ ხსნი ქალშავავ, გიშრის დალალებს გიკოცნის ქარი, გაზაფხულივით მოხველ შალშავავ, გადამავიწყე ცივი ზამთარი. ატმისფერ ლოყებს შვენის სინაზე, როგორც ქარაფებს ასხლეტა სხივის, შენ ისეთი ხარ ლექსი მომინდა და ამღერება ფანდურის სიმის. 115 3-ს მოსწონს
|