კოსმეტოლოგია სახის კანის მოვლა ლორწოთი (6 ფოტო + ვიდეო) 2013, 25 ივლისი, 16:35 ითვლება, რომ ლოკოკინას ლორწოს შეუძლია ადამიანის სახის კანის გაახალგაზრდავება, ამიტომაც ბევრი კომპანია რომელიც აწარმოებს კანის მოვლის საშუალებებს, ლოკოკინას ლორწოს იყენებენ ინგრედიენტად თავიანთ პტოდუქციაში, დაახლოებით უკვე ოცი წელია.
იაპონელმა კოსმეტოლოგებმა და სილამაზის სალონების თანამშრომლებმა ლოკოკინები გაიყვანეს მოხმარების ახალ საფეხურზე. მომხმარებლებს ეძლევათ შესანიშნავი შანსი ჩაუტარდეთ პროცედურა, ლოკოკინა გადაადგილდება პაციენტის სახეზე სხვის დაუხმარებლად და ტოვებს თავის სამკურნალო ლორწოს. ბევრ ქალბატონს ვერც კი წარმოუდგენია, რომ მათ სახეზე ლოკოკინა იხოხებს. ტოკიოს ერთ ერთი სილამაზის სალონის "Ci: Labo Z" მფლობელი კი ამტკიცებს, რომ ქალები ნებისმიერ პროცედურაზე არიან თანახმა სილამაზისათვის. პროცედურა ლოკოკინებით საშუალოდ დაგიჯდებათ 241 $. ის მოიცავს ოთხი ორგანული ლოკოკინას შეძენას რომლებიც ინახებიან სტერილურ პირობებში, სანამ ისინი სახეზე მოხვდებიან. კოსმეტოლოგი ათავსებს ლოკოკინას სახეზე სპეციალური პინცეტით და აძლევს საშუალებას იმოძრაოს სახეზე, საერთო ჯამში პროცედურა გრძელდება ერთი საათი, რომლსაც თან ახლავს მასაჟების სერია, სპეციალური ნიღაბი და ელექტრო იმპულსები, რომლებიც უზრუნველყოფენ ვიტამინების შეღწევას კანში.. 1383 3-ს მოსწონს
|